Category Archives: სტატიები
C ჰეპატიტი – ალერსიანი მკვლელი
ტერმინი “ჰეპატიტი” გამოიყენება ღვიძლის დაზიანების ყველაზე ხშირი ფორმის აღსაწერად. ჰეპატიტი ნიშნავს ღვიძლის ანთებას, რომლის გამომწვევი მიზეზებიც შესაძლოა იყოს სხვადასხვა: ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება, გარკვეული მედიკამენტები, ტოქსინები (მაგ შხამიანი სოკო), ვირუსები.
C ჰეპატიტი გამოწვეულია ვირუსით, რომლის გადაცემა ხდება სისხლით და სხეულის სხვა სითხეებით. ქრონიკული C ჰეპატიტი არის ყველაზე ხშირი ღვიძლის ქრონიკული დაავადება, რის გამოც მსოფლიოში ყოველწლიურად იღუპება 8 000 დან 13 000-მდე ადამიანი.
C ჰეპატიტს მთელ მსოფლიოში “ალერსიან მკვლელსაც” უწოდებენ. იმის გამო, რომ დაავადება სიმპტომების გარეშე ვითარდება, ათი პაციენტიდან ცხრამ არც კი იცის, რომ C ჰეპატიტი აქვს.
ერთადერთი კვლევის მიხედვით, რომელიც შიდსის ცენტრმა 2008 წელს ჩაატარა, საქართველოში C ჰეპატიტი გამოკვლეულთა 6.7%-ს დაუდგინდა, რაც მსოფლიოში ანალოგიურ საშუალო მაჩვენებელს 2-ჯერ და მეტად აღემატება. თუ ქვეყნის მთელ მოსახლეობაში გავრცელება ასეთია, მაშინ, სავარაუდოდ C ჰეპატიტი საქართველოს 200 000-მდე მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. ეს კი შემაშფოთებელი ციფრია.
2011 წლის 28 ივლისს ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გამოკვლევის მიზნით გამოიკითხა 288 მოქალაქე. მათ რამდენიმე კითხვა დაუსვეს:
- რა იცით C ჰეპატიტის შესახებ?
- იცით თუ არა ჰეპატიტის გადაცემის გზების შესახებ?
ყველასთვის ცნობილი ვარსკვლავი, პამელა ანდერსონი C ჰეპატიტით დაავადდა ტატუირების შედეგად.
ქალთმოძულე კაცები
41 ენაზე თარგმნილი მსოფლიო ბესტსელერი
წიგნი, რომელიც 21-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და 70 000 000–ზე მეტმა მკითხველმა წაიკითხა
ავტორი: სტიგ ლარსონი
ჟანრი: დეტექტივი
გამოცემის თარიღი: 2004
გამოცემის ქართული თარიღი: 2011
ინცესტი, გაუპატიურება, ბოზი, ყლე, მინეტი… << თუ ეს სიტყვები თვალს/ყურს გჭრით, ეს წიგნი თქვენთვის ნამდვილად არაა, რადგან შინაარსი მრავლად მოიცავს გაუპატიურების, ინცესტის და სხვა მსგავსი სცენების აღწერებს.
წიგნი სტიგ ლარსონის ტროლოგიის პირველი ნაწილია და შვედურ ორიგინალში “ქალთმოძულე კაცები” ჰქვია. ეს სათაური რეალურად ასახავს წიგნში განვითარებულ მოვლენებს, თუმცა ქართული ვარიანტიც “გოგონა დრაკონის ტატუთი”, სრულიად ჯდება წიგნის სათაურად, ჩემი აზრით (თუმცა, მაინც უცნობი რჩება ჩემთვის, რატომ გადაწყვიტა გამომცემლობამ სათაურის ასე რადიკალურად შეცვლა). განაგრძე კითხვა
ასეთი ხარ?
პოსტი ფორუმის ისტორიიდან, რომელიც კონკრეტულად ერთ იუზერს მივუძღვენი, მაგრამ სრულიად ეხმიანება ჩემი თაობის მოდებილო სუბიექტთა რაობას:
ქართველი “ძაან” მაგარი ბიჭები , ყველა რომ ფეხებზე ჰკიდიათ, ყველა გოგოს რომ აბამენ და მხოლოდ ფორუმზე პოსტვაში არიან ენაგატლეკილები:
- მათ ოჯახი ან არ ჰყავთ, ან ისეთ ოჯახში გაიზარდნენ, სადაც ყველა წაღმა-უკუღმა ატრიალებს ერთმანეთის მკვდარსა და ცოცხალს.
- მერე ამიტომ აუცილებლად იძულებენ ოჯახს და ყველას, ვინც იტყვის, რომ შესაძლოა დედ-მამის ყოლა კარგი იყოს
- სკოლაში მათ ყველა აჩმორებს. შესაბმისად ისინი სამუდამოდ იძულებენ “კაი ბიჭებს” რომ ეძახიან მომავალში, იმათ;
- უნივერსიტეტში ვერ აბარებენ, რადგან სკოლაში არაფერი უსწავლიათ და ვერც ჩააბარებდნენ;
- აუცილებლად მუსიკოსები ხდებიან, თან როკერები, მძიმე მეტალს “უკრავენ” . ჭუჭყისგან გაზიპული გრძელი თმითა და ტრაკზე გამოხეული შარვლით დადიან. ნუ , გამოხეულით თუ არა, გამოხევას რომ არაფერი უკლია, ისეთით;
- ისინი, რომ ჰკითხო სექსში ყველაზე მაგრები არიან,და ყველა გოგო მათთან წევს, ვისაც კი იცნობენ.. <.

- თუმცა სექსისას რატომღაც ავიწყდებათ პორეზერვატივის არსებობა და რამე დაავადება თუ არ სჭირთ, 1-2 უკანონო შვილი ნამდვილად ეყოლებათ;
- მათ მოსწონთ გოგოები გამოშტერებული სიფათით, ლუდისა და არყის სუნით აქოთებული, ამ ლუდისა და არყის ფულს რომ უხდიან კიდეც. იმიტომ, რომ თვითონ გადახდის ტრაკი არ აქვთ;
- მათთვის ყველაფერი ქართული საშინელებაა. მერე რა, რომ თვითონაც ქართველია და მერე რა, რომ არ აქვს ტრაკი ის ცუდი ტრადიცია ცოტა უკეთესობისკენ შეცვალოს და წუწუნოს ნაცვლად რამე გააკეთოს;
- მათთვის ქრისტიანი და მართლმადიდებელი თუ ხარ, ე.ი. შენ მაგარი “ბანძი და გოიმი” ხარ, აღარ გეკითხებიან იმის იქით რას აზროვნებ
- ცხოვრების ბლომდე რჩებიან გამოშტერებულ ტიპებად, უტრაკოებად, არყისა და ჭუჭყის სუნით აქოთებულ 1-ოთახიან “ხრუშჩოვკებში”… ჩემი დაბადების წელს რომ კომპიუტერი გამოვიდა, იმას მიმსხდრებთან და ფორუმ-გე-ზე მაგარი პოსტების მწერლებად….
მეზარება კიდევ წერა/.
პატივისცემით, კნუტი
არაფერი პირადული
უბრალოდ ყელშია უკვე ეს მოწუწუნე თემები და პოსტები
იმედია, ამ პოსტმა აქტუალობა დაკარგა…
იმედია….
ვალენტინობა
სანამ ყოველი მეორე ბლოგი ვალენტინობის თემით, გულებითა და “მედა ჩემი შეყვარებულიდღესკაფეშივიყავით” პოსტებით აჭრელებულა, დავასწრებ ხალხს და მოგახსენებთ ორიოდ სიტყვას:
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი თანამედროვე ქალის განუყრელი ატრიბუტია (მაგრამ, არა ჩემი
, ვერ ვმეგობრობ მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელტან) თუმცა, ცოტამ თუ იცის მისი შექმნის ისტორია, დადებითი თუ უარყოფითი მხარეები.
ამერიკელი მწერლის, ქრისტოფერ მორლის აზრით, ქუსლიანი ფეხსაცმელი გამოიგონა ქალმა, რომელსაც ხშირად ჰკოცნიდნენ შუბლზე.
სინამდვილეში, ქუსლიანი ფეხსაცმლის შექმნის იდეა ორლეანის ჰერცოგის მეუღლეს, ეკატერინე მედიჩის ეკუთვნოდა. 1533 წელს მან სპეციალურად შეუკვეთა რამოდენიმე ფეხსაცმელი ქუსლზე, რათა უფრო მაღალი გამოჩენილიყო და შთაბეჭდილება მოეხდინა საფრანგეთში, მომავალ მეფე ჰენრისთან ქორწინებისას. მისი ფეხსაცმელი ხის პლატფორმაზე იდგა. ქუსლიანი ფეხსაცმელი მალე გახდა მოდური მაღალ საზოგადოებაში. სასაცილოა, მაგრამ ევროპის მაღალი საზოგადოება ზედმეტადაც კი „ამაღლდა“ და მე–17 საუკუნეში მხოლოდ მათ ჰქონდათ უფლება ჩაეცვათ 6 დუიმის სიმაღლის მქონე ფეხსაცმელი, რაც 15.24 სანტიმეტრს უდრის. გადაადგილებისას კი ორივე მხარეს იყენებდნენ მსახურებს, რათა სიარულისას დაყრდნობოდნენ.
ეკატრინე მედიჩის ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შემქნის იდეას მიაწერენ, თუმცა მიიჩნევა, რომ რომ ქუსლის პროტოტიპი საფრანგეთში მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. იმ დროისთვის ფეხსაცმლის ხელოსნები საცხენოსნო ფეხსაცმელს პატარა ქუსლს უკეთებდნენ, რაც ცხენზე ჯდომას უფრო კომფორტულს ხდიდა. ვინაიდან საფრანგეთში ცხენზე ჯირითი კაცების პრივილეგია იყო, პირველი ქუსლიანი ფეხსაცმელიც სწორედ მათთვის შეიქმნა. საუკუნის შემდეგ მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი მამაკაცებისთვის ქუსლიანი ფეხსაცმელი ყოველდღიურ ხმარებაშიც გავრცელდა. იმ დროისათვის მამაკაცის ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე 6-8 სანტიმეტრს აღწევდა. Read the rest of this entry
ომი
ომის თემას არასდროს შევხებივარ ჩემს ბლოგზე. ალბათ იმიტომ, რომ როცა ბლოგს დავუბრუნდი, ომიც კარგა ხნის გავლილი იყო და ომის წლისთავიც
არადა, გორიდან ვარ წარმოშობით, სახლიც მაქვს სოფელ ქიწნისში და მამის მხრიდან ძალიან ბევრი ნათესავიც იქ ცხოვრობს, რომლებმაც საკუთარ ზურგზე იწვნიეს ამ ომის მთელი ავ–კარგიანობა…
როგორ გადავიტანე აგვისტოს ომი პირადად მე, ცალკე მოგიყვებით, მაგრამ ზოადად ამ თემას საქართველოში ვერ გაექცევი. ომი, გადატრიალება, რევოლუციები იმდენად ხშირად ხდება, ნებისმიერ არჩევნების დასრულებისას კი იმაზე უნდა ვილოცოთ, სამოქალაქო ომი არ დაიწყოს.
ამ პოსტში უბრალოდ ჩემი თაობის დამოკიდებულებაზე მინდა მოგიყვეთ… Read the rest of this entry
ჰომოფობია
ტერმინი ჰომოფობია ნიშნავს უსაფუძვლო შიშს, განდგომას, ან დისკრიმინაციას ჰომოსექსუალობისა და ჰომოსექსუალთა მიმართ.
ევროპარლამენტის მიერ 2006 წლის 18 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში ტერმინი ჰომოფობია ასეა განმარტებული:
,,ჰომოფობია წარმოადგენს წინასწარგანწყობაზე დაფუძნებულ ირაციონალურ შიშსა და სიძულვილს ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ და მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმისა.”
ჰაინრიხ შლიმანი
ჰაინრიხ შლიმანი 1822წლის 6იანვარს გერმანიაში, ქალაქ ნოიბუკოვში დაიბადა. იგი თვითნასწავლი არქეოლოგი გახლდათ. მან დაამტკიცა, რომ ცნობილი ბერძენი მწერლის, ჰომეროსის, პოემებს რეალური საფუძველი ჰქონდა. კერძოდ, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინა ლეგენდარული ქალაქი ტროა, ტროას მეფის, პრიამოსის განძი და ქალაქ მიკენის საგანძური.
ბავშობაში შლიმანს მამა უკითხავდა ჰომეროსის პოემებს. 7 წლის ჰაინრიხმა განაცხადა,რომ ტროას იპოვიდა და ნათქვამი აღასრულა კიდეც. Read the rest of this entry
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
მსოფლიო 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დღეს აღნიშნავს. საქართველოში 1997 წლის მონაცემებით აღრიცხულია 181 253 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი Read the rest of this entry
თეუსუს ჯავახიშვილს უერთებენ VOL 2
თეუსუს გარშემო გაუგებრობა და არეულობა გრძელდება. აღელვებული სტდენტები ფეისბუქზე შფოთავენ, აქციებს, ერთად დგომას ითხოვენ და ა.შ
უაზრობაა!
დღეს დაგვიანებით მივედი უნივერსიტეტში. ამბავი დამახვედრეს, რექტორი (გურამ ჩუთლაშვილი), თვითმმართველობის თავმჯდომარე (შოთა მისაბიშვილი) და დებატ კლუბის პრეზიდენტი და უბრალოდ აქტიური სტუდენტი (თამარ შერმადინი) განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან (დიმიტრი შაშკინთან) არიან შეხვედრაზეო. ორი ლექცია ველოდეთ ინფრმაციას. როგორც იქნა, მოვიდნენ და სააქტოში შევიკრიბეთ.
ყველაზე “საინტერსო” რექტორის გამოსვლა იყო, რომელიც Read the rest of this entry
თეუსუს ჯავახიშვილს უერთებენ
გუშინ ფორუმსა და ფეისბუქზე ჭორი გვარცელდა, თეუსუს თსუ–ს უერთებენო. გამიხარდა.
ეს მარტივად, ახლა ცოტა გავშალოთ, რაც ხდება.
თავიდან არ დავიჯერე, ხუმრობად მივიჩნიე და გულიც დამწყდა, რადგან თეუსუს მიმართ ჩემი განწყობა და უკმაყოფილება , უმეტესობამ იცის… დღეს უნივერსიტეტში მისულს პანიკა დამხვდა, თსუ–ში გადავყავართო. ბევრს მოსწონს ეს ამბავი, უფრო მეტი კი უკმაყოფილოა, საღამოს ფეისბუქზე შესულს უკვე აქციების ორგანიზების ამბები დამხვდა
Read the rest of this entry
ჰიპები – Flower Power
რამოდენიმე წლის წინ ჩემმა დაქალმა მითხრა, ჰიპური აზროვნება გაქვსო, მაშჳნ არ დავეთანხმე, მაგ ბინძურ და სულელურ იდეებს აყოლილ ხალხს ნუ მადარებ-მეთქი (მგონი მსგავსი რამ ვუთხარი,ზუსტად არ მახსოვს), მაგრამ დროთა განმავლობაში….
ჰიპები იყვნენ ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლები. ისინი პროტესტს უცხადებდნენ ძალმომრეობასა და საზოგადოების მიერ დაწესებულ ნორმებს, ტოვებდნენ ოჯახებს, ზურგს აქცევდნენ ფუფუნებასა და სიმდიდრეს, რადგან თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი ძალმომრეობის გზით იყო დაგროვილი.
ჰიპების მოძრაობაში გაერთიანებულნი იყვნენ 16-26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც საზოგადოების მაღალ ფენას ეკუთვნოდნენ. ჰიპებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი თემი. ისინი ჩაკეტილები იყვნენ თავიანთ ვიწრო სამყაროში და არ ცნობდნენ ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ წესებსა და ნორმებს.
ჰიპების ლოზუნგი იყო: „გამოეთიშე, განეწყე და განუდექი“… Read the rest of this entry







