Category Archives: ლიტერატურა

ჩემი საყვარელი ნაწარმოებები, ლექსები…

მობილური სიყვარული

Miyvarxar…– SMS-ს სინათლის სიჩქარით ვკრეფ ჩემს დამტვრეულ მობილურზე და პასუხს სუნთქვაშეკრული ველოდები…

 

გადის 30 წამი, 31, 32…. „რად უნდა 1 SMS–ის აკრეფას ამდენი ხანი?“– ვბრაზობ ჩემთვის და მობილურის ეკრანს ჩაქრობას არ ვაცდი. „იქნებ SMS-ის მოსვლა გამომეპარა?“ მერე ზარს ვუშვებ მამაჩემის ტელეფონზე, რომელიც იქვე მიდევს. ვამოწმებ, –„იქნებ სწორედ ახლა გაფუჭდეს ჩემი საწყალი ტელეფონი? თან ისე, რომ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი SMS გამომაპაროს…“  Read the rest of this entry

უბის ლექსები VOL3

******

ვიქნები შენი არაბულის მასწავლებელი

და გასწავლი,

როგორ აუღლო სიყვარული სამივე დროში

უმარტივესად,

რადგან არაბულს

დროის გრამატიკული კატეგორია არა აქვს

და, შესაბამისად,

არაფერი

წარსულად, აწმყოდ და მომავლად არ ნაწილდება… Read the rest of this entry

9 შეკითხვა სიყვარულის შესახებ

1
- უკაცრავად. თქვენი სახელი?
- გოჩა.
- გვარი?
- ჩიფიკაშვილი.
- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?
- თექვსმეტის.
- შეყვარებული თუ გყავს?
- შეყვარებული?
- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?
- რავი აბაა!
- რა ჰქვია?
- ვის?
- შენს შეყვარებულს.
- არ ვიცი.
- როგორ, სახელი არ იცი?
- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.
- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .
2
- მართა პირველი. Read the rest of this entry

პუდრი,რომელიც სევდას დაფარავს

ყველა დაფიქრებულა იმაზე, თუ რომელია უფრო მნიშვნელოვანი,გარეგნული მხარე თუ შინაგანი სილამაზე… ჩემთვის 16 წლამდე რომ გეკითხათ,  აუცილებლად ასეთ პასუხს მიიღებდით (ყურადღებით გათამამებული, პრანჭია , თავში ავარდნილი სახით): “ რა თქმა უნდა გარეგნული ბრწყინვალება , შენ რა სხვანაირად ფიქრობ? “

ეს ის პერიოდი იყო,როცა მეგონა, რომ თუკი სკოლის ყველაზე მაგარ ბიჭებს მოწონდი და შენი თმის ბზინვარებით ყველა აღფრთოვანებული იყო , ან თუ კლასში ყველა გოგო ცდილობდა შენთვის მოებაძა, სხვა რა პრობლემა შეიძლება გქონოდა… როცა სარკის გამომგონებელი გენიოსად მიმაჩნდა და სხვა ბევრად უფრო ღირეულს არ ვაფასებდი… როცა ჩემი ცხოვრების სირთულეს ის წარმოადგენდა, უძილო სახე მექნებოდა თუ აჩეჩილი თმა…

 

 

გახსოვთ მია? ))

 

Read the rest of this entry

ხელებს ვითბობ შენზე…

შემოდგომაა… ჩემი დრო…
ალბათ იმიტომ მიყვარს ეს დრო, რომ შემოდგომას დავიბადე, ოქტომბრის ერთ წვიმიან დღეს.

ამინდი იმ დღესაც ისეთი იყო. დიდი სიცხეების შემდეგ უცებ რომ აცივდება და ყველა სახლში რომ არის შეყუჟული… მე და შენ.. ჰო, მე და შენ და არა ჩვენ ეგ ადრე იყო,ახლა მე და შენ ვართ. მახსოვს ბევრნი ვიყავით და მე და შენ წინ მოვხვდით. უცებ ყველანი დაგვემშვიდობნენ და მარტო შენ მოგიწია ჩემი გაცილება. ალბათ არცერთს არ გვწყენია ეს,გაგვიხარდა კიდეც.

მეგობრებად დავრჩეთო და შენ ხელი მაინც ჩამკიდე. იმიტომ, რომ გაყინული მქონდა,  როგორც ყოველთვის.. გაყინული მქონდა და შენ მითბობდი… მეგობრები ვიყოთო და უბრალოდ,მეგობრულად კი არ დამემშვიდობე სახლში მიცილების შემდეგ,ისევ ჩვენ ადგილას დავდექით და ვლაპარაკობდით… მეგორები ვართ, ვამტკიცევბდით და ვერ გაძელი, ჩამეხუტე და იმწამსვე დამავიწყდა სიამაყე,შენი სითბო ვიგრძენი და იმ დროს მეტი არაფერი მინდოდა… ვხვდებოდი შენც.. ისე ძლიერად მეხუტებოდი, გამიკვირდა კიდეც, ასე როდის მოასწრო ჩემი მონატრება-მეთქი… ვიცი მეგობრები როგორც კოცნიან ერთმანეთს და ისიც ვიცი გოგო და ბიჭი როგორ კოცნიან… ჩვენ მეგობრები ვიყავით, მაგრამ გოგო და ბიჭივით ვაკოცეთ იმ დღეს.. ჰო,ვაკოცეთ და ჩვენი მოგონილი ფრაზაც გავიხსენეთ ,მერე ვიცინეთ. აღარც მახსოვს რაზე,მაგრამ ის მახსოვს, რომ ერთმანეთს მთელი ძალით ვეხუტებოდით. როგორ არ მინდოდა დამთავრებულიყო… როგორ არ მინდოდა გამხსენებოდა, რომ ჩვენ ახლა მეგობრები ვართ… არც შენ არ გინდოდა,ვიცი! არ გინდოდა!


მეგობრები ერთმანეთზე არ ეჭვიანობენ,მაგრამ შენ მაინც იეჭვიანე იმ დღეს, თუმცა ეს არ გჩვეოდა, მე გამიკვირდა კიდეც შენგან, რომ მეკითხებოდი ვინ მირეკავდა… მარტო შენ კი არა მეც ვიეჭვიანე , როგორ არ მინდოდა ჩემ გარდა ვინმესთვის გაგეთბო ხელები… მე ხომ იმდენად ეგოისტი ვარ, რომ იმასაც განვიცდი, ჰაერი რომ გეხება..

ჰო, ახლაც განვიცდი, ყველა შენ დანახვას განვიცდი… ქუჩაში რომ შემხვდები შენი ჩახუტების სურვილი თავაწეული ამაყი სახით რომ უნდა დავფარო, ამას განვიცდი ყველაზე მეტად… მე ხომ ყველაზე ემოციური გოგო ვარ მსოფლიოში და ეს ემოცია რომ უნდა დავფარო,  ეს მატირებს ახლა.. გითხარი, ახლა წერა მინდა და მერე წაგაკითხებ-მეთქი, მაგრამ როგორ წაგაკითხო ეს, ჩემ მეგობარს.. მე ხომ ისე თავდაჯერებულად გითხარი მაშინ მეგობრები ვიყოთ-მეთქი..

 

პ.ს.  ეს ჩანახატი ჩემს მეგობარს ეკუთვნის. <3 რადგან მოგეწონათ, კიდევ დავდებ ხოლმე <3

მე შენს გამო სამყარო მინდა….

ძალიან მიყვარს… შენახული მაქვს და ვუსმენ ხოლმე… ხმა მამშვიდებს, მუსიკაც… ლექსი კი….ჩემია მართლაც.

აუდიო ჩანახატი სიყვარულზე

ავტ : ბექა ელბაქიძე.
ხმის რეჟისურა და მასტერინგი: ალექსანდრე ღონღაძე

განწყობის ლექსი

გადიწვებიან კაბადონები
და ავტორდები,
რადგან შენი კაბა დანებდა
ჩემს ამქვეყნიურ, უბრალო შარვალს…

შენ ყვავილებით ამოავსე სიჩუმის კუბო
და ნება დამრთე მეწერა შენზე…

შენს ნაზ მაჯებზე მოაბჯენენ კბილებს დანები…

ლაშა ბრეგაძე.

ფორუმიდან

ორი მოდებილო ელემენტის საუბრიდან ფორუმზე

:თემის სათაური: ნატაშა როსტოვა ომი და მშვიდობიდან
შევედი.
ორი ფორუმელის განიხილავს რუსულ ლიტერატურას :)

ასეთ მდგომარეობაში იყოს ნეტავ ამათი წიგნები((

x:დავაჯვი თავზე.
x:ნატაშა როსტოვა მიდის ქუჩაში რა. ხან იქით გაივლს ხან აქეთ. მოკლედ ქალიშვილია და უხარია… ამ დროს მოდის ვიღაც უზრდელი ბიჭი და შუა ქუჩაში აუპატიურებს. ნატაშა როსტოვა იმედგაცრუებული სახით იხედება და ამბობს ეჰ რა ვქნა ცხოვრება გრძელდებაო.ნატაშა როსტოვას აქ სექსი ერთდროულად ორ მამაკაცთან. ამ დროს შემოდის ბოროტი ბიჭი და კლავს ნატაშა როსტოვას. ნატაშა დაღვრემილი სახით იყურება დ ამბობს ეჰ რას იზამ ცხოვრება გრძელდებაო.

y:შევეცი ნატაშას Read the rest of this entry

სამჯერ….

>შენი მკერდის ზომა
ჩემი მხედველობის ზომას ემთხვევა.
და ტანზე გამოყრილი ქარიც კი ფერხდება,
როდესაც ჩემი – 3 თვალი
შენს 3 ზომა მკერდს ეხლება.

თან როცა მესამე სართულზე ვართ,
მესამე სივრცეში.
არა მიწაზე და არა ცაზე
და ვამბობთ, რომ
სამი კედელია ასაშენებელი,
მეოთხედ მე და შენ დავდგებით.
ამისთვის სამი შვილი უნდა გვყავდეს,
სამი სახელია მოსაფიქრებელი,
სამი წელი უნდა ველოდოთ,
სამჯერ უნდა ვიარო ნერვიულად დერეფანში… Read the rest of this entry

ჩემი უბის ლექსები VOL2

მიხარიხარ...

მე მიხარია

პირდაპირ ჩიტებში ვკოცნი ზეცას და მიხარია…
მე მიხარია შენს თვალებში ჩემი წაკითხვა
და თან მაახრებს ყვავილები,
რომელთაც ყნოსავ…
მე მიხარია სიგიჟემდე შენი ტუჩები,
ჩემი კბილების ნაკვალევი რომ დამჩნევიათ…
ისე მხარებს ჩვენი სკამი,
რომელზეც ვზივართ,
ლამის ვიკივლო
და დავლეწო ყველ სხხვა სკამი…
მე მიხარია შენი ბაგე,
რომელსაც ახებ ჩემს ეკლიან შუბლს..
მიხარია, და თან ისე,
მინდა ვიცეკვო…
ვიეკვო როგორც შევძლებ, ოღონდ ვიცეკვო…
და ვებრალები ალბათ ყველას, ვიცი, შენს გარდა.
რადგან მახარებს მე ამ ქვეყნად ყველაზე ცოტა:
სულ რამდენიმე ლუკმა
შენი სიშიშვლის ცქერის
და ერთი ყლუპი შენთან ყოფნა -
დ ა საყოლებლად…
მე მიხარიხარ…

******

გადიწვებიან კაბადონები
და ავტირდები,
რადგან შენი კაბა დანებდა
ჩემს ამქვეყნიურ, უბრალო შარვალს…

შენ ყვავილებით ამოავსე სიჩუმის კუბო
და ნება დამრთე მეწერა შენზე…
შენს ნაზ მაჯებზე კბილებს
მოაბჯენენ დანები…

ამონაწერები ჟურნალიდან  ”ალტერნატივა”,  ავტორი ლაშა ბრეგვაძე.
პირველი ლექსი ჩემი უსაყვარლესია… თქვენ რამდენად მოგეწონებათ, არ ვიცი…..

ჩემი უბის ლექსები

შენი შექმნილი პროფესია

შენი შექმნილი პროფესია

გამარჯობა, მე მოვედი.
შემომხედე, ვერ მცნობ განა?
მე იმ სისხლის პატრონი ვარ,

ზეწარი რომ გაგითხვარა.

კოცნაში რომ ხელს გიშლიდა,
ტკივილსგან ტუჩს იჭამდა,
საწოლიდან გაგირბოდა

და ტირილით დაგიმთავრა.

შემომხედე, გამიხსენე.
ნახე, ძუძუ გამეზარდა.
იცი, როგორ გავირყვენი?

მორიდება დამეკარგა.

მამის ტოლი თუ მიღიმის
და ია-ვარდს გადამიშლის,
კაბას არც კი შევისწორებ

და საკინძეს გადავიხსნი.

აი, როგორ გავირყვენი,
მგონი, უკვე ვიშლები,
ეს ჩვეული სამოსია,
შემომხედე, ვშიშვლდები..
.
მე ტანზე გავიხდი, შენი შუქი აანთე.
ნახე, რა მაგარი პროგრესია:
ლამაზი ქალის სახით მოვედი

შენი შექმნილი პროფესია….

მოულოდნელი სიყვარული

რამხელა გაზრდილხარ, რას მერჩოდი,
ბავშვი რომ იყავი, ვიყავი უსაფრთხოდ
რატომ დამიკაცდი, რატომ დამაბნიე,
რატომ შემაცდინე უვაშლოდ.

თავგზა ამირიე, დაგნბედი და
სულშI მაცდური ღიმილით დაჰქრიან კელაპტრები
ლამის გაგაღმერთო წარმართივით,
ისე უსაშველოდ მენატრები

შენმა ვნებიანმა ალუბლის ტუჩებმა
დარომ დამიძახონ, ვიტირებ.
ქუჩაში გავვარდები, თამაში დამთავრდა,
მე შენ გამაგიჟე“,- ვიყვირებ..





ნეტავ რას მერჩოდი, რატომ დამიკაცდი.
შენი სიყვარულით მთვრალი ვარ.
რატომ მოინდომე კაცობა და
რად მაგრძნობინე რომ ქალი ვარRead the rest of this entry

ოჯახური იდილია

ბალახზე იყვნენ ჩამომსხდარნი…
ბავშვი ბიბლიას კითხულობდა…
კაცი უცხოური ლიტერატურით იყო გართული…
ბიჭი კლასიკურ მუსიკას უსმენდა რადიოში…
მოხუცი მეორე მოხუცს შეჰყურებდა სიყვარულით სავსე თვალებით…
მეორე მოხუცი იმ ბავშვისთვის ქსოვდა წინდებს, ბიბლიას რომ კითხულობდა…
ქალი რვეულებს ასწორებდა იმ სკოლის მოსწავლეებისას, რომელშიც სწავლობდა ბიჭი, კლასიკური მუსიკით რომ ირთობდა თავს…
ქალი ხანდახან ალერსიანად გადახედავდა კაცს, უცხოურ ლიტერატურას რომ ჩაჰკირკიტებდა…
კაცი მზრუნველ თვალებს ხანდახან გოგონას შეავლებდა, რომელიც ვარდისფერ დღიურს ვარდისფერი კალმით ავსებდა…

სიჩუმე იყო…
ოჯახურ იდილიას მაისის სითბოთი განებივრებული ჩიტების გალობა საამურად ერწყმოდა…
თითქოს, დროც კი გაჩერდა, რომ ამ ჰარმონიით დამტკბარიყო…

ვარდისფერი დღიურის ვარდისფერ ფურცელზე ვარდისფერმა კალამმა იისფერი მელნით დაწერა: ”გუშინ გიოსთან მქონდა სექსი. ლევანს ვერ შეედრება, თუმცა ორივეს იკა ჯობია”…

რამდენიმე ძიუცუ

ახსნის ძიუცუ

მე ვამბობ,
შენთან აყვავდა ნუში და ყვავილები
ჩემს თმებზე სცვივა.

შენი ძიუცუ

ქვედა ტუჩიდან მკერდამდე მანძილს
გიორთქლავ სუნთქვით.
ამ დაღმართზე თავპირს დავიმტვრევ.

წასვლის ძიუცუ

შენი ფანჯრიდან გადაშლილ
თეთრ მთას,
შავი ბილიკი გასდევს – ფერმკრთალი.
ცა წითელია, მზე ჰორიზონტს გადაეფარა.

კოცნის ძიუცუ

ორი კვირა არ მენახე
და ახლა შენს წელს,
მარჯვენა ხელის თითებზე ვქარგავ.

ორის ძიუცუ

ხელი ხელში. ყვავილების პავილიონი.
ვსეირნობთ. ორნი.

მონატრების ძიუცუ

მონატრებასაც ცოდნა უნდა,
გამოხატვა.
მე ვხატავ თეთრ ცას
და ფრანივით – მოგყვება
ხელი.

თმა

გაშალე ცაზე,
მე, მოლბერტი…
და ღერი-ღერ
გიფერადებ მომავლის წუთებს

შენ

მარჯვენა მკერდზე
როცა გრძნობ ცხელ ხელს
და ყელის ძირში გიფეთქავს
ტუჩი,
ამბობ – ზამბახებს
შემოეცრიცათ ბოლო ფოთოლი.

წიგნის XII ფესტივალი-ტუსაღი #11

დღეს წიგნის ფესტივალზე ვიყავით მე და ნიკოლო.იმდენად კარგი იყო , რომ დაღლილობა აღარ მახსოვს უკვე :)

ქართული ფესტივალი რომ იყო, იმაზე შეემჩნა ,რომ 11-ზე უნდა დაწყებულიყო და რომ მივედით 12-ის ნახევარზე (ქართული პუნქტუალურობა), გვითხრეს პირველზე გადაიტანესო.

არაუშავს, ამ შუალედში ნიკოლომ მოახერხა, დამითანხმა (დაჩოქებითა და მეტანიებით, არ ვაზვიადებ :D ) და ბიტანიკურში ჩავედით კიდევ ერთხელ.

ორი საათისთვის ისევ ყოფილ ფილარმონიასა და ახლადელ ივენთ-ჰოლს ვესტუმრეთ.

მართლა კარგი იყო დღე და ძალიან ვისიამოვნე. მე ჟურნალისტ არ ვარ და რეცენზიებს ვერ დავწერ, როგორც ბევრი ქართველი ბლოგერი აკეტებსო ხოლმე სხვადსხვა პრეზენტაციებზე, ფილმებზე და ა.შ. მე იმას დავწერ რაც მომეწონა ან არ მოmეწონა :D
ნუჰ, ყველაზე ცუდი ის იყო, რაც მუდმივად მაწუხებს :D ჩემი საფულის სტუდენტური შიგთავსის სიმწირე :D არადა შევიძენდი ბევრ კარგ წიგნს, თანაც ფასდაკლებით. საბოლოო ჯამში კი მხოლოდ სულაკაურის გამოცემლობის მიერ (ჩემნაირი ჯიბეგაფხეკილი სტუდენტებისათვის) რაღაც აქციაზე 2 ლარად შევიძინე ჯემალ ქარჩხაძის “გუბე”, არადა “იგი” მინდოდა და ვერ იშოვე :( ნიკოლომ “15 საუკეტესო ქართული მოთხრობა ” იყიდა და ბოლოს ისე აღმოჩნდა რომ მისი წიგნი ჩემს პარკში აღმოჩნდა, ჩემი კი ნიკასთან :D

ყველაზე საუკეთესო იყო “პალიტრა L”-ის მიერ მოწყობილი აქცია “კარცერი-ლუქსი” აქციის შინაარსი მდგომარეობდა შემდეგში: მოგათვსებდნენ კარცერში, აიღებდი რაიმე წიგნს, წაიკითახვდი ნაწყვეტს 10 წუთის მანძილზე მხატვრულად და ბოლოს რაიმე წიგნს გჩუქნიდნენ.

კნუტი კითხვისას კარცერსი

მე “ტუსაღი #11″ ვიყავი :D ბედნიერი სახით მივიწებე მე-11 ნომრის ნიშანი და ასეტივე ბედნიერი დებილის სახით ვიჯექი კარცერში და ვკითხულობდი დოჩანაშვილის “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” ამ ნაწარმოებიდან ნაწყვეტს. საჩუქრად გურამ რჩეულიშვილის “ნელი ტანგო ” ავიღე :)

ყველა გამომცელობის სექცია დავათვალიერე, რამოდენიმე მ მართლა დიდი შტაბეჭდილება მოახდინა, მაგალითად,, “აწმყო”, რომლის არსებობაც არ ვიცოდი.ზალიან ლამაზი ყდები ჰქონდა ალბომის, სასაჩუქრე კონვერტების და სხვადსხვა რაღცეებს. რბილი, მცენარეებით, ყვვილებით გაფორმწებული, დავინეტერსდი და აღმოჩნდა, რომ ეს ყდები ხელით მზადდება თურმე, უნარშეუზღუდული ადამიანების მიერ. მართლა ძალიან ლაამზი იყო და თუ ვინმე მიხვალთ წიგნის მე-12 ფესტიოვალზე, იყიდეთ რა. ჩემი პირადი თხოვნაა.

ჰო, ევროკავშირი ბიძია, როგორც ყოველთვის ყველაზე გულუხვი და კეთილი იყო :D ყველაფერი, რაც მათ სტენდზე იყო განლაგებული, აღმოჩნდა რომ უფასო იყო :დ ავიღე რამოდენიმე ბროშურა, რომელიც გამომადგება ალბათ საერთაშორისოში ევროკავშირს რომ გავივლი :D

კიდევ რა მოგიყვეთ?

ჰო, უგულავა გაიჩითა. ეგ ხო არ მაზავს PR-ის კეთების საშუალებას რა… ტვინს ბურღავს :|

P.S. იქაურ ფოტოებს იმიტომ რომ ვერ ვდებ , რომ უბრალოდ არც გადამიღია :D

პაციენტი: მე…

თარიღი: რა დამავიწყებს…
ასაკი: პირველი ორსულობისთვის ხანდაზმულიო, ისე კი (ჩვენებურად) არც ისე დიდი…
კონსულტაციის შედეგი: ვიზუალირდება სანაყოფე პარკი, ზომით 8-9 მმ, სავარაუდოდ, 3,5-4 კვირის ორსულობა.

როგორ მიცმდა მაშინ გული.. თუმცა რას გიხსნი, შენც ხომ გიცემდა.. გამიხარდა და შენც გაგიხარდა.. მერე მე მუცლის გარედან, შენ მუცლის Sიგნიდან მივადეთ ხელისგულები ერთმანეთის ხელისგულებს და მგონი, გავათენეთ… არა, გამთენიისას იავნანასავით წავიმღერე და (ან კი სად ვიცი სიმღერა) შენ ჩაგეძინა…
ფრთხილად ჩამოვდგი ფეხი საწოლიდან, არ გავაღვიძო-მეთქი და მთელი დღე ფეხის წვერებზე ვიარე…
მეექვსზე რ ხმაურიანი მეზობლები გვყავს, ხომ იცი, ათეხეს ბრაგაბრუგი… გაბრაზებულმა ავძახე, არ გამიღვიძოთ-მეთქი და… ვინაო?_ჩამომძახეს… სანამ მაგათ ავუხსნი…
ორივე ხელი მუცელზე ავიფარე, ხმაური აგარ შემოვიდოდა, ახლა იბრახუნონ რამდენიც უნდათ Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 312 other followers