ვერ ვიტან…
ნერვები წესრიგში რომ არ მაქვს, ბევრისთვისაა უკვე ცნობილი
ჰოდა, ძალიან მცირე რამ მყოფნის აღსაშფოთებლად და გასაბრაზებლად. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზი ისევე მალე გადამივლის ხოლმე, როგორც იწყება
მაინც გავაკეთებ ჩამონათვალს, რას ვერ ვიტან და რა არ უნდა გააკეთოთ, რომ თავზე არაფერი გადაგამსხვრიოთ
ვერ ვიტან, როცა:
- ჩემს ნივთებში ვინმე დაუკითხავად რომ ძვრება
განსაკუთრებით ჩანთაში ( ეს პუნქტი განსაკუთრებით ეხება დედაჩემს, რომელიც ხშირად იქცევა ასე :@ ) - ვინმეს მივწერ და უპასუხოდ დატოვებს
- დილით აღმოვაჩენ, რომ რისი ჩაცმაც მინდოდა, ვერ ვიცვამ, რაიმე/ვინმე მიზეზის გამო
- გეუბნებიან, რომ პატარა ხარ და ამავდროულად დიდი. მაგალითი: დედაჩემის ლოგიკით იმისათვის, რომ ცალკე ვიცხოვრო – პატარა ვარ, მაგრამ იმისათვის რომ ვიმუშაო, სახლი დავალაგო და ა.შ. – დიდი
- მეკითხებიან: შეყვარებული არ გყავს? მაგრამ მაგაზე უარესია, როცა გეკითხებიან: არ თხოვდები? ამ დროს მინდება ვაგინო და ჩემი ასაკი შევახსენო: 20 წლის ვარ და კიდევ რამდენიმე წელი ნამდვილად არაფერს ვაპირებ :@
- გათხოვილი მეგობარი ნიშნის მოგებით მიჩვენებს რამეს. ამ დროს მედება სახე ბიჩ ფლიზ და მინდა ვუთხრა, რამდენ რამეს კარგავს იმით, რომ პატარა გათხოვდა
მაგრამ მე ხომ კარგი გოგო ვარ :user: - ჩემს სფეროში უცოდინარი ადამიანი მასწავლის რა და როგორ გავაკეთო
- როცა მატყუებენ… ყოველთვის მწარე სიმართლე მირჩევნია კარგ ტყუილს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეურაცხადი ვხდები და შურისძიება ვიცი ცუდი
- საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვინმე ნაგლად თავზე მადგება, იმ მიზნით, რომ ადგილი დავუთმო
- ქუჩაში მაშტერდებიან
- …
კიდევ რაღაცეებს, რაც ახლა არ მახსენდება )))
თქვენ რას ვერ იტანთ?
Posted on February 27, 2012, in დღიური and tagged ქართული. Bookmark the permalink. 27 Comments.
![82074nolove112290lodi6yt7[1]](http://knuti.files.wordpress.com/2012/02/82074nolove112290lodi6yt71.jpg?w=604)
saertod yvelaze metad magizianebs adamianebi, romlebic dedamiwas abanalureben tavianti arsebobit… yvelaze metad snob da analur adamianebs ver vitan (romlebic mravlad arian chem garshemo).
ანალურ?
ted
uprosebistvis adgilis datmobaze ar gsmenia,rame ojaxshi?
Greate article. Keep writing such kind of information on your blog.
Im really impressed by your blog. Thanks for sharing
your thoughts about blogs. Regards
აიი ვერ ვიტან რო დამადგება ვინმე თავზე იმის იმედით რო დავუთმობ ადგილს,ბოლოს ყელში რო ამომივა,რო ვუთმობ და “ძალიან რო უკვირთ” და მერე ნახევარი საათი ეხვეწო დაჯექიო :დ იმედია ჩამოვაყალიბე
მივხვდი
მაგრამ მე არ ვაკეთებ ხოლმე ^^
getyoba rom tyupebi xar
რატომ?
ტყუპებისთვის დამახასიათებელი რამეები ჩამოვწერე?
kii bevri
:bitch please: მაგარია :დ :დ მეც მაგ სახეს ვკერავ ხოლმე :დ :დ
რას ერცჩი შენს ნერვებს. მეც მაღიზიანებს მსგავსი რამეები
მე სხვა ბევრი რამეც მაღიზიანებს და…
http://nancygaladriel.wordpress.com/2011/07/02/გამოგადგებათ/ ^^
მძაგს, როდესაც რამის გაკეთებას ვაპირებ და ზუსტად დაწყების წინ მახსენებენ, რომ ეს საქმე მაქვს გასაკეთებელი.
კიდე, როცა ჩემი მეზობელი თავის გუნებაზე რთავს ჰაბს დენიდან და მე უინტერნეტოდ მტოვებს ყველაზე საჭირო მომენტებში
ან კიდე, ელექტონული მასალების სწავლისას რამდენიმე საათიანი დაძაბული კითხვის მერე, გასავათებულ და ნერვებდაწყვეტილთან მოდიან და მეუბნებიან, რომ მეყო ღორობა და ამდენი თამაში და დროა სხვებსაც დავუთმო კომპიუტერი
და კიდევ ბევრი რა, რაც ამ წუთას არ მახსენდება
au au au როგორ მეზიზღება მეც ეგ
რომ იცი და გახსენებენ. დებილი ვარ? :@
უჰ რამდენი რამე და ვინმეა ვისაც ვერ ვიტან! ყველაზე მეტად პრიმიტიული აზროვნება, ნიშნისმოგება (არადა თვითონ ვინაა, რო?!) და შეუსაბამი ქცევები (იქნება ეს ასაკთან, სქესთან თუ სხვა) მაღიზიანებს და ვერ ვიტან!
13 წლის გოგოები “ცხოვრების სიყვარულს” რომ მისტირიან
20 წლისები 50 წლის ქალებივით მაკიაჟით მოძრაობენ
imden rames ver vitan, rom bevri ramis ver atanasac ver vitan!
:D
ფრიად ორიგინალურია
აუ ჩემი პოსტ გახსვოს ზუსტად მასეთი სახელწოდებით? კაი თეგ თამაში კი გამოვიდოდა
))
აუჰ, არ მახსოვს
დაწერონ სხვებმაც და ფაქტობრივად თამაშია რა
როგორ არ გახსოვს
აიი
http://ourlifegoeson.wordpress.com/2011/04/18/i-hate/
ჰო ჰო მახსოვს :* კარგი პოსტია. მე უფრო პირადული ხასიათის დავწერე ^^
აი მართლა აუტანელია რაც ჩამოთვალე და მსგავს სიტუაციებში მინდა ხოლმე ყურში ჩავყვირო “გაწიე შენი ცხვირი და თითები ჩემი ცხოვრებიდან”
მე ჩავყვირი ხოლმე
და პოტენციურ ჩასაყვირებლებს ვაფრთხილებ ამ პოსტით ^_^