Monthly Archives: February 2012

ვერ ვიტან…

ნერვები წესრიგში რომ არ მაქვს, ბევრისთვისაა უკვე ცნობილი :D

ჰოდა, ძალიან მცირე რამ მყოფნის აღსაშფოთებლად და გასაბრაზებლად. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზი ისევე მალე გადამივლის ხოლმე, როგორც იწყება :)

მაინც გავაკეთებ ჩამონათვალს, რას ვერ ვიტან  და რა არ უნდა გააკეთოთ, რომ თავზე არაფერი გადაგამსხვრიოთ :D

ვერ ვიტან, როცა:

  • ჩემს ნივთებში ვინმე დაუკითხავად რომ ძვრება :| განსაკუთრებით ჩანთაში ( ეს პუნქტი განსაკუთრებით ეხება დედაჩემს, რომელიც ხშირად იქცევა ასე :@ )
  • ვინმეს მივწერ და უპასუხოდ დატოვებს
  • დილით აღმოვაჩენ, რომ რისი ჩაცმაც მინდოდა, ვერ ვიცვამ, რაიმე/ვინმე მიზეზის გამო
  • გეუბნებიან, რომ პატარა ხარ და ამავდროულად დიდი. მაგალითი: დედაჩემის ლოგიკით იმისათვის, რომ ცალკე ვიცხოვრო – პატარა ვარ, მაგრამ იმისათვის რომ ვიმუშაო, სახლი დავალაგო და ა.შ. – დიდი :|
  • მეკითხებიან: შეყვარებული არ გყავს? მაგრამ მაგაზე უარესია, როცა გეკითხებიან: არ თხოვდები? ამ დროს მინდება ვაგინო და ჩემი ასაკი შევახსენო: 20 წლის ვარ და კიდევ რამდენიმე წელი ნამდვილად არაფერს ვაპირებ :@
  • გათხოვილი მეგობარი ნიშნის მოგებით მიჩვენებს რამეს. ამ დროს მედება სახე ბიჩ ფლიზ და მინდა ვუთხრა, რამდენ რამეს კარგავს იმით, რომ პატარა გათხოვდა :D მაგრამ მე ხომ კარგი გოგო ვარ :user:
  • ჩემს სფეროში უცოდინარი ადამიანი მასწავლის რა და როგორ გავაკეთო :)
  • როცა მატყუებენ… ყოველთვის მწარე სიმართლე მირჩევნია კარგ ტყუილს.  წინააღმდეგ შემთხვევაში შეურაცხადი ვხდები და შურისძიება ვიცი ცუდი :D
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვინმე ნაგლად თავზე მადგება, იმ მიზნით, რომ ადგილი დავუთმო
  • ქუჩაში მაშტერდებიან

კიდევ რაღაცეებს, რაც ახლა არ მახსენდება )))

თქვენ რას ვერ იტანთ?

99 დღეობა

13 თებერვალს ანინას ახალი პროექტის Party-ზე ვიყავით. 99 დღეობა (როგორც ქეითმა უწოდა :D ) City Time-ში ჩატარდა. ახალი კაფეა, მაჩაბელზე. საკმაოდ მყუდრო. მე მომწონს ^_^

99 დღე პირველი ვებ რეალითი შოუა, რომლის ავტორიც და მთვარი გმირიც ანინაა. ვინ არ იცით, გეტყვით, რომ პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაა, რომლის ფარგლებშიც ანინა დიეტობს, ვარჯიშობს, სწორად იკვებება…  მოკლედ, აკეთებს იმ ყველაფერს, რასაც მე არა :|

იმედია, ოდესმე მექნება მოტივაცია და ვიქნები ისეთი მიზანდასახული, როგორც ანინა. პროექტი მარწმუნებს, რომ ყველაფრის მიღწევა ძალიან მარტივია, უბრალოდ უნდა მოინდომო და ცოტა იშრომო.

საღამომ ძალიან კარგად ჩაიარა. (სამწუხაროდ, ადრე მომიხდა წამოსვლა, გარკვეული მიზეზები გამო.) გათამაშდა პროექტის სპონსორების სხვადასხვა პრიზები ^_^ მაგალითად, სალონმა Hiarhaus 5 ვიზიტის ვაუჩერი გაათამაშა, ეკო ფუდმა საკუთარი პროდუქტების კალათი, ბოულინგ ცენტრალმა ბოულინგისა და ბილიარდის ვაუჩერები, მაღაზია “შანამ”  ჩანთა და სხვ. მე, როგორც ყველაზე უიღბლომ, რა თქმა უნდა, ვერაფერი მოვიგე :D  სამაგიეროდ,  კარგად გავერთე ^_^
ჩვენს განწყობზე ზრუნავდნენ
1. პორნო პოეზია
2. რეზო&ბავშვები
3. დერვიშები
4.დათო გაბუნია–კარაოკე

იხილეთ საღამოს ამსახველი რამდენიმე ფოტო:  Read the rest of this entry

უძრაობა

თოვლმა და სიცივემ სრული უძრაობა დამმართა, არაფრის სურვილი არ მაქვს, გარდა ერთისა – უბრალოდ ვიწვე საბანში გახვეული და მეძინოს, ან მუსიკას ვუსმენდე.  ვერც ვმეცადინეობ, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდები მაქვს, ვერც ვაზროვნებ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე მაქვს, ვერც ვერავისთან ვურთიერთობ, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრებს ვჭირდები.

იმედია, მალე გაივლის ეს საშინელი პერიოდი, თორემ უკვე ყველაფერს ვკარგავ.

დაახლოებით 1 კვირის წინ ბლოგი დავხურე. არ ვიცი, რატომ. მოტივაცია მომიკვდა წერის… არც კარგი ხდება რამე, არც ცუდი. ჰოდა, რა აზრი აქვს ბლოგს, სადაც წერა აღარ გინდა–მეთქი გავიფიქრე და დაუნანებლად დავაჭირე ბლოგის დაპრივატებას.

მერე მომენატრა… ვიზიტორების, სერჩთერმების და კომენტარების კითხვა მომენატრა. მაინც ჯიუტად არ ვხსნიდი. თუმცა ყოველდღიურმა რექუესთებმა ბლოგზე შეშვების თაობაზე – მძლია და აი, ისევ ვწერ.  ჰო, თქვენი “ბრალია”, რომ ისევ გავხსენი. დღეში რამდენიმე იმეილ რექუესთი და ბლოგი აღდგა :) მადლობა.

P.S.  ბოლო SMS  მიწერილია : )

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 312 other followers