ბოლო SMS
ტელეფონში ერთ კონკრეტულ ადამიანთან მიმოწერის ამსახველი 800–ზე მეტი SMS მაქვს შენახული. ვიცი, ავადმყოფურად ჟღერს, მაგრამ მინდოდა ეს ურთიერთობა თავიდან ბოლომდე დამრჩენოდა, პირველი შეხვედრიდან უკანასკნელ SMS–ამდე. სამწუხაროდ, მის მიერ მოწერილი პირველი SMS შემთხვევით წამეშალა, მაგრამ მაინც მახსოვს.
უკვე რამდენიმე თვე გავიდა. მინდოდა გადამეხედა და პირველი SMS–ების კითხვისას ავღნავლდი. როგორ იცვლება საუბრის ტონი, სითბო დროთა განმავლობაში. მეტკინა…
თავიდან მხოლოდ სითბოა, ერთად ყოფნის სურვილი, თმაში ცხვირის ჩაყოფა და ერთად სუნთქვა. მერე დილის ჩაი, შოკოლადი და ჩახუტების ნატვრები… ბოლოს აღარც ჩაია, აღარც შოკოლადი და ბოლო მიმოწერა მხოლოდ შეხვედრაზე შეთანხმებებით შემოიფარგლება.
თავიდან თუ საუბარი არ წყდება SM–ებითა და facebook_ით, ახლა მხოლოდ დღეშ ერთხელ მოკითხვა და შეხვედრაზე შეთანხმებაა. მეტკინა…
ბოლო SMS რა იქნება ნეტავ? ჩვენ როგორ დავშორდებით? მარტივად, უბრალოდ აღარ დავეკონტაქტებით ერთმანეთს, თუ საუბარი და განხილვა მოგვიწევს?
მგონი უკვე ვხვდები…
P.S. რამდენიმე საათი ვფიქრობდი, გამომექვეყნებინა თუ არა ეს ბლოგზე, პაროლი დამედო თუ არა… ბოლოს ისევ ჩვეულებრივი პოსტის სახით დატოვება გადავწყვიტე, ის მაინც არ კითხულობს ჩემს ბლოგს
ხოლო ჩემს მეგობრებს რაც შეეხებათ, დიახ, ასეა, არ ვამბობდი, მაგრამ ყველაფერი უკვე ცუდადაა.
Posted on January 16, 2012, in დღიური and tagged მობილური, შენ, ცრემლები, facebook, SMS. Bookmark the permalink. 69 Comments.
ემოციურია ^.^ ამაღელვებელი
მაინც ყველაფერი კარგად,რომ იქნება აიი ისეთი
))))))
იმედები უნდა გაგიცრუო სამწუხაროდ: ყველაფერი ცუდად დასრულდა
ანუ, ზუსტად ისე, როგორც ველოდი
დასაკიდებელი ამბავია ეგ
მერე რა,რომ დასრულდა???მთავარია იყო
და მაგაზე უკეტესები იქნება კიდევ და კიდევ…
არც არაფერი
ყველაფერი სრულდება ადრე თუ გვიან
me rveulebshi viwerdi xolme dzalian adre, tomeulebi mqonda : )))
mere mombezrda da sheveshvi amoweras…
axla nel-nela vxev im rveulebs… (10-12 mainc iqneba)
vixvewebit tandatan : ))
uime ara
რვეულში ხელით ნამდვილად ვერ ამოვწერდი, როგორც არ უნდა ვგიჟდებოდე იმ ადამიანზე
მომეწონა ძალიან…
ძნელია ბოლო SMS..
ბოლო – ესაა ძნელი..
მაგრამ ცხოვრება გრძელდება :**
წარმატებები ^.^
მადლობა :*
delete all msgs
delete all messages?
yes
deleting mesaages
all messages deleting
No messages.
ბოლოს როდესაც ეს გავაკეთე მხოლოდ ერთი რამ ვინანე, რომ ტვინსაც არ აქვს ეს ფუნქცია
ნეტავ მართლა ჰქონდეს ტვინს ეგ ფუნქცია
რეალურად აქვს, უბრალოდ დროში გაწელილი
კარგი პოსტია <3
ცხოვრებაში ყველაფერი მეორდება
ჰოდა მალე ახალი SMS-ებიც დაიწერება
რა თქმა უნდა
ხო ისე, შენს ბლოგს რომ არ კითხულობს, ვერაა ეგ კარგი ამბავი
არც მინდა რომ კითხულობდეს. საერთოდ არ მინდა, რომ ნაცნობები კითხულობდნენ
იმიტომაც მიჭირდა ამ პოსტის გამოქვეყნება :შ
chemi bolo sms maxsovs “vegar gcnob, ucxo gaxdi chemtvis”
xoda arc daurekavs, arc upasuxia:) 3 clis mere dabrunda magram mmmmmmmmmmm:))) xoda gaigime mancho:)
3 წლის მერე ნამდვილად არ მჭირდება, რომ დაბრუნდეს
მეც ვინახავდი ერთი ადამიანის მესიჯებს მთელი წელი, ბოლოს სიმ ბარათი დამეწვა
, თორემ არც წავშლიდი ალბათ არასდროს. ზუსტად იგივე ემოციები მქონდა, როცა ურთიერთობა გაცივდა და პრაგმატული გახდა. ახლა ვხვდები, რომ ადრე თუ გვიან ყველა ურთიერთობა მიდის მაგ ეტაპამდე, რაც ჩემი აზრით სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის სრულდება. უბრალოდ, რამოდენიმე თვის მერე მესიჯები აღარ იქნება პირველის მსგავსი –სულ ღრუბლები და რომანტიკა ვერ იქნება:)) უბრალოდ თავი უნდა დაანებო ძველი მესიჯების კითხვას და შედარებების გაკეთებას აწმყოსთან.
)))
მე პირადად, საერთოდ აღარ ვინახავ, ეგრევე ვშლი
ეტყობა ზედმეტად ბევრ რომანტიკას და სითბოს ვითხოვ
მე რაღაც მიზეზების გამო,ყველა მესიჯის წაშლა მიწევდა წაკითხვისთანავე და ჩემს შემთხვევაში უცებ დამთავრდა.. ერთ დღესაც გავიღვიძე და აღარაფერი აღარ იყო.
ყველაფერი დამთავრდა,ოღონდ უსიტყვოდ.. მას შემდეგ არც მინახავს,არც მიმიწერია.. უბრალოდ ყოველთვის მახსოვს ♥
კარგი პოსტი იყო ^^ მომწონს შენი/თქვენი ბლოგი ^,^ ♥
მადლობა :* ♥♥♥
რომ არ იცი რატომ… უსიტყვოდ
მგონი, ეგ ყველაზე უარესია
კი ნამდვილად .. გაურკვევლობა ყველაზე ცუდია
მაგრამ მგონი უკვე გადავიტანე,ყოველ შემთხვევაში ვცდილობ ^^ ♥♥♥♥ :*
რა მაგარი პოსტია. მეც წავშალე ასე 1000-ზე მეტი ესემესი. ოღონდ ჩემს შემთხვევაში მხოლოდ მიმოწერის სიხშირე კი არ იცვლებოდა, ყველაფერი ჩანდა. ყველაზე მტკივნეული ჩხუბები, საუბრები დაშორებაზე, საუბრები იმაზე, თუ როგორ მტკენს გულს და ჩემგან მიწერილი ბოლო ესემესი: აზრი არ აქვს. მორჩა
წარმატებებს გისურვებ, კნუტ.
ჩვენ არ ვჩხუბობთ, უბრალოდ ვჩუმდებით
) გაურკვევლობა კი ყველაზე დიდი სასჯელია ჩემთვის 

მგონი, ჩემიც მასეთი მესიჯი იქნება ბოლოს
მადლობა ანინ :*
გამოდის მესიჯებს მარტო მე არ ვინახავ
ძალიან ბევრი მქონდა, ბოლოს ტელეფონის ცვლილებას შეეწირა ყველა. ურთიერთობები იცვლება, მართალი ხარ. მე თუ მკითხავთ გამორიცხულია ყველაფერი ზუსტად ისე იყოს, როგორც თავიდან. მე ისიც მგონია, რომ როგორც კი დაიკიდებ და ყველაფერს თავის გზაზე მიუშვებ, აღარ ეცდები გაფერადებას, სიახლის შეტანას, ყველა ურთიერთობა რუტინისკენ წავა და ცუდად დამთავრდება. მე შევამჩნიე, რომ თავადაც მოგბეზრდა ეს ყველაფერი, რადგან არ გსურს სიახლეების შეტანა.
ჩვენ რო გაგვიცივდა რაღაცეები, გადავწყვიტეთ რომ რაღაც შეგვეცვალა და უფრო უკეთესიც გახდა ახლანდელი რეალობა… it’s up to you.
ჰო, ალბათ მეც მომბეზრდა
მხოლოდ მე რომ ვზრუნავ : )
http://pink.ge/blogs/how-we-breakup/
დაშორებაზე აი ეს გამახსენდა… <3
ვიცი ეგ პოსტი, მაგიტომ მიწერია “ჩვენ როგორ დავშორდებით”–მეთქი
როცა ურთიერთობა ჩვეულებრივდება ან უნდა მოინდომოთ და გა-არაჩვეულებრივოთ, ანდა სულ მოაშთოთ და აღგავოთ პირისაგან მიწისა
და ისე მართლაც კარგი იდეაა, თავიდან ბოლომდე ხელის გულზე გაქვს ურთიერთობა
მარა ცუდია, ტელეფონიდან წაშლით მეხსიერებიდან რომ არ იშლება
მომეჩვენა რომ ადრე სხვა თვალით უყურებდი ურთიერთობას, ახლა რაღაც სხვანაირად უყურებ, ისეთი გაბრწყინებული თვალებით აღარ ))) და თუ მოინდომებს ეგ ადამიანი, შეუძლია ნელ–ნელა ისევ დააბრუნოს ის პირველი დრო.
ისე მეც მქონდა ერთი შემთხვევა, ოღონდ ამჯერად ის მიიჩნევდა რომ ყველაფერი ადრინდელივით აღარ იყო, გაუფერულებულის პონტში ეჩვენებოდა და დავშორდით. დაახლოვებით 1 წლის მერე დაბ.დღე მომილოცა და მაშინ მითხრა რომ კიდევ ვუყვარდი, თუმცა იცოდა რომ ვეღარ აღადგენდა ურთიერთობას, წარსულისკენ მიტრიალებებს ვერ ვიტან :/
რჩევა ის იქნება, რომ ცოტა შენც შეეცადე რამე სიახლე და სიხალისე შეიტანო ^^ თუნდაც სადმე რომ წახვიდეთ ერთად დასასვენებლად ))
არა, დაბრუნებით ვერაფერს დააბრუნებ, სიახლე კი შეიძლება შეიტანო
მიმოწერის სტილი რომ მინიმალიზირდება მაგაში არაფერია უცხო, იმიტომ რომ ის სითბო რომელსაც აქამდე sms-ებში აქსოვდი, მერე შეგიძლია ლაივში გაუზიარო ყოველგვარი გადჯეტების გარეშე.. მოკლედ ეგ ცუდი არ არის : )
ნუ აი მეორე ნაწილი რავიცი აბა..
ეგეც მართალია, რევაზ
თუმცა მართლა საინტერესო სათვალყუროა ურთიერთობის ცვლილება დროთა განმავლობაში ^_^
ამიტომაც სიახლე სიახლე! თუ მოწყენისკენ ან/და სიცივისკენ მივდივართ, ესე იგი რეფრეში გვჭირდება.
ჰო, ნამდვილად.
როგორ იცვლება საუბრის სტილი, მიმოწერი სტრუქტურაც კი
წაშალე და დაისვენებ! :ნაცადიხერხი:
6300 მეტი SMS მაქვს შენახული როგორც მობილურში, ისე კომპში :/ ადრე წავშალე და ასე მეგონა, ჩემი ცხოვრების ნაწილი წავშალე :დდ
მეც ეგ შეგრძნება მქვს ხოლმე
თითქოს ამით კონკრეტულ ადამიანს, ცხოვრებს რაღაც ნაწილს შლი
))
ვაი
მე მქონდა 1600მდე შენახული სმს ერთი ადამიანისგან. ჯერ ტელეფონი იჭედებოდა, და მერე ყოველთვის ამ სმსების წაკითხვა რთულია, და ავიღე და წავშალე. წავშალე მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ურთიერთობა დამთავრებული იყო.
მეც წავშლი. ბოლო SMS–ის შემდეგ
1
2 თვის კრიზისი გაქვს, ბუნებრივი მოვლენაა ყველა ურთიერთობაში, თუ გადალახავთ და მაშინ წინ ძალიან ლამაზი ურთიერთობა გელის. ასე რომ ცხვირი არ ჩამოუშვა, დაელაპარაკე, თუ მოწონებაზე ცოტა მეტს გრძნობ, ჯობს იბრძოლო ამ ურთიერთობისთვის
არაფერს არ ვაპირებ. Not my style >.<
არ ღირს ყურების ჩამოყრა, ეს პერიოდი ყველა ურთიერთობაში დგება, მერე აცნობიერებ რომ 600 შენახული სმს არაფერია, თვითონაც იწყებ წაშლას, იმიტომ რომ სიყვარულის დამამტკიცებელი საბუთები აღარ გჭირდება. 3 წლიანი გამოცდილების პატრონი გეუბნები
ეს სმს–ები “სიყვარული” დასამტკიცებლად არ შემინახავს. უბრალოდ მესაინტერესოვა ურთიერთობა და მინდოდა დამრჩენოდა
თორემ ეს დასასრული რომ ექნებოდა, თავიდანვე ვიცოდი
მუდმივი არაფერია.
ზუსტად ჩავწვდი შენი პოსტის შინაარსს…რა ცუდია რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი ჩვეულებრივი ხდება((
ჰო… იკარგება ის საინტერესო და თბილი მომენტები, რაც თავიდან იყო
მთავარია შეხვედრები როგორია ^^
იცი რა მიკვირს? შენისთანა ლამაზ, ჭკვიან, გემოვნებიან გოგოსთან ურთიერთობის შენარჩუნებას რომ ვერ მოახერხებს ადამიანი – რისი იმედით აგრძელებს მომავალი საბედოს ძებნას? კნუტი! მიყვარხარ და ვერ აგიტან მოწყენილს! დააფასე რა საკუთარი თავი! გაიღიმე! :*
მე კი ვაფასებ, ჩემო აქსიომ, სხვები ვერ მაფასებენ
მადლობა თბილი სიტყვებისთვის :*
მე აქ ვინვარ ? შემთხვევიტ მოვხვდი ჩახუტების ინვაიტიდან და მინდა გიტხრა რო გაურკვევლობაზე საშინელი არაფერია. რუცა ვერ ხვდები შენი და მეორე ადმიანის ურტერთობას რა ქვია აუცილებლად პირადად შეხვდი და კითხე თუ რა შეიცვალა (მე მასე ვქენი და აღარ მიყვარხარო) და გაატკვიე ყველაფერი მე მმაგალითად მერჩია ეთქვა არ მიყვარხარო ვიდრე რამდენიმე კვირა ჩემ SMSზე პასუხი არ მოეწერა და სკოლაში ტავი აერიდებინა ჩემტვის
არც უპასუხოდ მტოვებს და არც თავს მარიდებს. შესაძლოა, მეჩვენება კიდეც ყველაფერი.. არასწორად გაიგეთ პოსტი: მე მხოლოდ იმის ჩვენება მინდოდა, როგორ იცვლება ურთიერთობები დროთა განმავლობაში.
იცი, თუ დამიჯერებ, გაცივება სულაც არ ნიშნავს რომ ყველაფერი ცუდადაა… როცა ურთიერთობა ცივდება, როგორც წესი ეს ორივე მხარის “დანაშაულია” ან ორივეს “აწყობს” (სხვანაირად არ გაცივდებოდა) იმიტომ, რომ ურთიერთობამ თავისი თავი ამოწურა და მისი გაგრძელების პერსპექტივას ვერ ხედავენ, მაგრამ ზოგჯერ ერთ-ერთი მხარე თავს იტყუებს და დრამას (ზოგჯერ კი, სულაც, ტრაგედიას) თამაშობს. ჯობია, უფრო იოლად შეხედო სიტუაციას. გულწრფელი მადლობა გადაუხადო ერთად გატარებული მშვენიერი დღეებისთვის და ღიმილით დაშორდე.
ეს არც დრამაა და არც ტრაგედია. ასეთი ამბები ყოველ დღე ხდება.
ეს უბრალოდ პოსტია, რომლითაც მხოლოდ იმის ჩვენება მინდოდა, როგორ იცვლება ურთიერთობები დროთა განმავლობაში.
ჰო, პოსტი ძალიან კარგად გამოგივიდა
უბრალოდ, გულისტკივილზე რომ ლაპარაკობდი, ასე იმიტომ გიპასუხე… სანერვიულო არაფერია-მეთქი, მინდოდა მეთქვა
მადლობა
:*
რა ნაცნობი სიტუაციაა..
3-4 წლამდე ვინახავდი რაღაც ეგეთ მესიჯებს
შემდეგ შემთხვევით წამეშალა და გულზეც მომეშვა…
ახლა თავიდან მწერს ;დ
აი, მასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცე, ნამდვილად აღარ ვიცი
zustaaaad..tumca me smsebi shenaxuli ar maqvs,ubralod amas isedac vxvdebi))
ერთ ბედქვეშა ვართ, დონალდ, მე და შენ
ხოდა თუ გრძნობ,რომ ცივდება ურთიერთობა პირდაპირ უთხარი რაც გაწუხებს და შეეცადეთ ორივემ ააგიზგიზოთ გრძნობის კოცონი :* უმოქმედობა უფრო უარესია :*
ასე მიჯობს
არ მიყვარს თავის მობეზრება.
თუ ხალხს ჩემთან ყოფნა უნდა, დაე, იყოს. თუ აღარ სურს ჩემთან– ვერაფერს დავაძალებ.
იცი მეც საშინლად მატკინა გაცივების პერიოდმა…ახლა ერთად აღარ ვართ.
აკაკის კარგად აქვს ნათქვამი–”მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?”
მართლა ძალიან მტკივნეულია,მესმის კარგად.იმედია მაგ “ბოლო” მესიჯს ისეთივე თბილი მესიჯი შეცვლის,როგორიც პირველი იყო…
ჰო, თან ერთად რომ ხართ და თან ყველაფერი რომ შეიცვალა. არც საბოლოოდ ყველაფრის გაწყვეტა რომ გინდა და არც ასეთ მდგომარეობაშ ყოფნა…
I can’t get this…
Pingback: უძრაობა « კნუტის ბლოგი