Monthly Archives: January 2012

who knows… 2 დღე

ტელეფონი შერლოკის საუნდტრეკით ამღერდა. „ზედმეტად ხმამაღლაა“,– გავიფიქრე და ხელით გადავწვდი. თვალები ჯერ ისევ დახუჭული მაქვს, მეზარება იმის გასაგებად გახელა, თუ ვინ რეკავს. მწვანე ღილაკს კი თვალდახუჭულიც ვიპოვი.

–გისმენთ
–კნუტ…
– გიო, ხომ გთხოვე აღარ დაგერეკა? – ხმაზე ვცნობ უკვე L დამღალა
– ხომ იცი, როგორი ძვირფასი ხარ ჩემთვის…
–ჰოდა, თუ ისეთი ძვირფასი ვარ, როგორც ამბობ, გაითვალისწინე ჩემი თხოვნა და აღარ დამირეკო… – ხმა ზედმეტად მშვიდი და დაღლილი მაქვს, საკუთარი თავის მიკვირს. თუმცა, რა გასაკვირია ღამის ორზე, მძინარეს რომ დაღლილი ხმა მქონდეს.

ტელეფონს ვთიშავ და ისევ სკამზე ვდებ.

–ვინ იყო?
– რა მნიშვნელობა აქვს, ჩამეხუტე, – კედლისკენ ვტრიალდები, მის ხელს მუცელზე ვიდებ და ვჩუმდები. მხარზე კოცნას ვგრძნობ, ყველაფერი კარგადაა.

Read the rest of this entry

ბოლო SMS

ტელეფონში ერთ კონკრეტულ ადამიანთან მიმოწერის ამსახველი 800–ზე მეტი SMS მაქვს შენახული. ვიცი, ავადმყოფურად ჟღერს, მაგრამ მინდოდა ეს ურთიერთობა თავიდან ბოლომდე დამრჩენოდა, პირველი შეხვედრიდან უკანასკნელ SMS–ამდე. სამწუხაროდ, მის მიერ მოწერილი პირველი SMS შემთხვევით წამეშალა, მაგრამ მაინც მახსოვს.

უკვე რამდენიმე თვე გავიდა. მინდოდა გადამეხედა და პირველი SMS–ების კითხვისას ავღნავლდი. როგორ იცვლება საუბრის ტონი, სითბო დროთა განმავლობაში. მეტკინა…

თავიდან მხოლოდ სითბოა, ერთად ყოფნის სურვილი, თმაში ცხვირის ჩაყოფა და ერთად სუნთქვა. მერე დილის ჩაი, შოკოლადი და ჩახუტების ნატვრები… ბოლოს აღარც ჩაია, აღარც შოკოლადი და ბოლო მიმოწერა მხოლოდ შეხვედრაზე შეთანხმებებით შემოიფარგლება.

თავიდან თუ საუბარი არ წყდება SM–ებითა და facebook_ით, ახლა მხოლოდ დღეშ ერთხელ მოკითხვა და შეხვედრაზე შეთანხმებაა. მეტკინა…

ბოლო SMS რა იქნება ნეტავ? ჩვენ როგორ დავშორდებით? მარტივად, უბრალოდ აღარ დავეკონტაქტებით ერთმანეთს, თუ  საუბარი და განხილვა მოგვიწევს?

მგონი უკვე ვხვდები…

P.S. რამდენიმე საათი ვფიქრობდი, გამომექვეყნებინა თუ არა ეს ბლოგზე, პაროლი დამედო თუ არა… ბოლოს ისევ ჩვეულებრივი პოსტის სახით დატოვება გადავწყვიტე, ის მაინც არ კითხულობს ჩემს ბლოგს :) ხოლო ჩემს მეგობრებს რაც შეეხებათ, დიახ, ასეა, არ ვამბობდი, მაგრამ ყველაფერი უკვე ცუდადაა.

ვიწველით გუდიაშვილისთვის

იყავით დღეს ამ მანიფესტზე? არა? სირცხვილი თქვენ!
ფეხებზე დაგიკიდებიათ გუდიაშვილის სკვერის რაობა და არსებობის პრობლემა :) პროტესტი არ გამოგიხატავთ და ახლა აკრიტიკებთ ხალხს :) უტრაკოებო!

დაახლოებით ეს პათოსი იგრძნობა ახლა ფეისბუქზე. ვირუსულად გავრცელდა ვიდეოც

ვისაც რა ჰქონდა, იმას ყიდიდაო, ასეთი აზრი დევს თურმე ამ პერფორმანსში. აი, ვინც სვამდა ამ რძეს, იმან რა აზრი ჩააქსოვა თავის ქმედებაში, მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით.

ზოგი უფრო მაღალ მატერიებს გადასწვდა და ასე განმარტა ეს ქმედება

“ ეს პერფორმანსი ერთგვარად ეპირისპირდება მთელს თანამედროვე კულტურასა და აზროვნებას, რამდენადაც მთელი მოძრაობის იდეა ადამიანურ ურთიერთობებსა და პრიმიტიულ, თუმცა ამავდროულად ღრმა გრძნობებზე დაჰყავს :) ადამიანისა და იდეის დამოკიდებულებას ქალბატონი რაიმე რკინის კონსტრუქციით ან წინასწარ მომზადებელი ინტელექტუალური სფიჩით კი არ გამოხატავს, არამედ დედისა და შვილის ურთიერთობით :) ის საკუთარ შვილად, საკუთარ ნაწილად იღებს ყველას, ვინც იმავე იდეით მიდის სკვერში და ყველას სიმბოლურად ასმევს თავის რძეს, რომელიც თავისმხრივ ამ კავშირს ამყარებს და საბოლოოდ ყველა იქ მყოფს აერთიანებს :)

მე მომიტევეთ და ვერც აზრს ვხედავ ამაში, ვერც ესთეტიურობას და ვერც ქველმოქმედებას. რითი უკავშირდება გუდიაშვილის სკვერის გადარჩენის იდეა ქალის მიერ რძის წველას? უბრალო გამვლელი რომ ვიყო და ეს დავინახო, რამით დავაკავშირებ ამ ქმედებას გუდიაშვილთან და სკვერთან?

საინტერესოა, შემდეგი პერფორმანსი რა იქნება? მამრები გაიღებენ სპერმას თუ ისევ ქალებს მოგვიწევს ზრუნვა? ჰმმ.. რა შეიძლება გავცე? მაქსიმუმ ყოველთვიურად რასაც ვკარგავ, ის :)

მადლობა ყურადღებისთვის

საზიზღრობაა.

რუსთავი, Rustavi, Рустави

რუსთავი – თვითმმართველი ქალაქი, ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი 1948 წლის 19 იანვრიდან. მდებარეობს ქვემო ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის ორივე ნაპირას, ზღვის დონიდან 370 მ სიმაღლეზე. რუსთავი თბილისის აგლომერაციაში მყოფი ქალაქებიდან უდიდესია. თბილისსა და რუსთავს შორის უმოკლესი მანძილია 7,66 კილომეტრი. ქალაქის ტერიტორია 60 კვ. კმ-ს შეადგენს, მოსახლეობა 138 ათასი. რუსთავი საქართველოს უმთავრესი სამრეწველო ქალაქია თბილისის შემდეგ.

შენიშვნა: ზემოთ მოყვანილი ტექსტი მხოლოდ ამონარიდია ვიკიპედიიდან.

რუსთავი ერთი არც თუ ისე პატარა ქალაქია თბილისთან ახლოს. აქ ბევრად სწრაფად და მარტივად მოხვდებით თბილისის ცენტრალური უბნებიდან,  ვიდრე თბილისის გარეუბნებში (მაგ: ვარკეთილი, გლდანი… :D ).

ქალაქის შესასვლელი მთავარი გზა მთლიანად წითელი/თეთრი ზოლებით შეაფერადეს და წარწერაც დაურთეს: Welcome tu Rustavi. ასე, რომ შეუძლებელია ქალაქში შემოხვიდე და არ გაგეღიმოს. welcome–ო ხომ გითხრეს, რაც მთავარია :) ეს ტექსტი ჩემი აზრით, იმ სამენოვანი სტენდების ჩასანაცვლებლად გააკეთეს, სამ ენაზე რომ ამცნობდა  შემომსვლელს ქალაქის სახელს “რუსთავი”, “Rustavi”, “Рустави”.

Read the rest of this entry

2012 მართლა?

შეშინებულს გაგღვიძებიათ? მე – ხშირად. ახლაც იგივე მომენტია.  დრო 3:22

2012. წარღვნა, სახლების ნგრევა, უბედურება. აი რა იდიოტიზმი ვნახე ახლა სიზმარში და სანამ დამვიწყებია, უნდა დავბლოგო.

ამას დაუმატეთ წყლით დაფარული ქუჩები და შენობის ძირები

ფაქტები, რაც მახსოვს:   Read the rest of this entry

2011 on my mind

2011?

2010 < 2011 < 2012

იგულისხება, რომ 2011 წელი უკეთესი იყო, ვიდრე 2010 და იმედია, 2012–ზე უარესი იქნება.

2010–ის შემაჯამებელი პოსტი არ დამიწერია, რადგან მასეთი ცუდი წელი არასდროს მქონია.  2011–ს უბრალოდ თავი ვერ მოვაბი. თუმცა ჩემს ნებაზე არაა? ახლა დავწერ :D

Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 312 other followers