სწავლა უფასოდ
რა კითხვას უსვამენ ყველაზე ხშირად ბავშვს?
5 წლამდე:
კითხვა #1: –დედა უფრო გიყვარს თუ მამა? (ბავშვი პასუხად იშმუშნება და “ორივეო”, გპასუხობს)
კითხვა #2: – რა უნდა გამოხვიდე? (ბავშვი ბედნიერი სახით გიყვება მშობლებისგან ჩაგონებულ “ექიმს”, ან რაიმე მსგავსს)
10 წლამდე: (კითხვა #2 ხდება კითხვა #1:)
–რა გინდა გამოხვიდე?
15 წლიდან ყველაზე აქტუალური საკითხი:
–რაზე აბარებ?
ეს კითხვა ყველაზე აქტუალურია შენი მომდევნო რამდენიმე წლიანი ცხოვრების მანძილზე. ფიქრობ, ეძებ, ოჯახის ბიუჯეტს უთანხმებ შენს “სასურველ” პროფესიას. გადასახადი ხომ ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა ერთი რიგითი ოჯახიდან ხარ.
სწავლა ძვირია.
ამ ფრაზის ჭეშმარიტებაში აბიტურიენტობისას დავრწმუნდი, როცა პირველად ავიღე ხელში გაზეთი და სასურველ ფაკულტეტებს დავუწყე ძებნა.
კერძო უნივერსიტეტებს რომ ვერ შესწვდებოდა ჩემი ოჯახის მწირი ბიუჯეტი, მალევე დავრწმუნდი და ისევ სახელმწიფოების იმედად შევავსე მთელი ჩამონათვალი.
გამიმართლა და პირველსავე სასურველ ფაკულტეტზე მოვხვდი. მეორე გამართლება: 100 %–იანი გრანტიც ავიღე. მაშინ ნამდვილად არავინ იძლეოდა 1 წუთიანი ვიდეოს გადაღებაში 5 000, 3 000 ან 2 000 ლარს. არც მაკბუქს გაჩუქებდა ვინმე ისე, შენი ჭკვიანი სიტყვებისთვის
წელს კი ყველა სტუდენტს რეალური საშუალება აქვს თავისი ძალებით მოიპოვოს დაფინანსება. გამოცდებზე თუ არ გაგიმართლა და უგრანტოდ დარჩი, საქართველოს ბანკი გაძლევს საშუალებას საკუთარი სწავლა დაიფინანსო. უბრალოდ გადაიღე 1 წუთიანი ვიდეო, თქვი, რატომ არის სწავლა შენთვის მნიშვნელოვანი და მშვიდად დაელოდე ხალხმაც მოგიწონოს ვიდეო. (წესები)
მაგრამ თუ შენ ჩემსავით გიჭირს კონკურსებში გარისკვა, მაგრამ დაფინანსება მაინც გჭირდება, სტუდენტურ სესხზე იფიქრე.
წარმატებას გისურვებთ ყველას <3
მარტივია: გადაიღე ვიდეო და ისწავლე უფასოდ :) BOG გაძლევთ ამის საშუალებას ^_^

Posted on September 16, 2011, in დღიური and tagged დაფინანსება, კონკურსი, სტუდენტი, სწავლა, BOG. Bookmark the permalink. 15 Comments.
იაქტიურე და გახდი აქტუალური
ოდნავი ფანტაზია და სითამამე არ აწყენდა კონკურსანტებს
გეთანხმები
)))
თუმცა, არის რამდენიმე ნამდვილად კარგი ფანტაზია ვიდეო
“blogero” midi kacurad aqtiuris da aqtualuris mnishvnelobebi gaarkvie ra …
კარგი, დავგუგლავ
ლოლ
რეკომენდაციებიც მიეცი ბარემ, რომ ეკლესიის ფონზე უნდა იყოს ვიდეო და ა.შ.
რაც შეეხება კონკრეტულად ვიდეოებს, სხვა პოსტში ვაპირებ განხილვას. ეს ინფორმაციული პოსტია, შემდეგში კი კონკრეტულად ვიდეოები და ავტორები მინდა მიმოვიხილო
))
რამედენიმე ვიდეო სრული კატასტროფაა, რამდენიმე კი ნამდვილად ნიჭიერი სტუდენტი ვნახე, ვისაც სიამოვნებით მივეცი კიდეც ხმა
kargi postia.. studentebs namdvilad daexmareba… ! : )
გმადლობ
რეკლამა კი არა, ინფორმაციული უზრუნველყოფაა ეს
+1 ^^
ნწ ნწ ნწ ყველა როგორ უწევს ამ ბოგს რეკლამას
ეს ბოგ–ის რეკლამა კი არა, სტუდენტებისთვის მიცემული საშუალებაა – უფასოდ ისწავლონ
ბევრმა არ იცის კონკურსის შესახებ ჯერ კიდევ, ჯეს:)
აუფ.. ხალხი რა ჭურში ზის