კოშმარები
დილის 4 საათზე გაღვიძებული დედაჩემთან შევტანტალდი, როგორც ბავშვობაში და გვერდით მივუწექი.
–ისევ ტიროდი.
–მე?
–ჰო, მთელი ღამე ტიროდი. შენი ტირილის ხმამ გამაღვიძა. დაგიძახე კიდეც, მაგრამ ვერ გაიგე, ალბათ. რა ნახე სიზმარში?
–არ ვიცი, არ მახსოვს. არც ვტიროდი, მოგეჩვენა ალბათ.
–ეს ცრემლებიც მომეჩვენა? – ხელს სწრაფად მისვამს სახეზე. წამწამები ჯერ ისევ სველი მქონია, ვერც კი შევამჩნიე.
თითქმის ასეა ყოველ ღამე. ღამეული კოშმარები ისევ დაიწყო. ყოველ ღამე ერთი და იგივე სიზმრები, ცრემლები. მგონი, ძილში ვლაპარაკობ კიდეც. იმედია, რაიმე მაკომპრომეტირებელი არ წამომცდება
ახლაც ვცდილობდი დამეძინა და 10 წუთში გაოფლილმა და ნამტირალევმა გავიღვიძე… გულთან ისევ ჩხვლეტას ვგრძნობ დაძაბულობისგან. FML
კოშმარების განსამეორებლად 1 sms, 1 მოგონება, 1 შემთხვევითი კადრიც კი საკმარისი აღმოჩნდა. რა იქნება ახლა? ისევ რამდენიმე თვე უნდა ვეწამო, ძილის უნდა მეშინოდეს და ისევ საკუთარ თავს ვუმკურნალო?
დავიღალე
Posted on September 14, 2011, in დღიური and tagged ბავშვობა, დედაჩემი, კოშმარი, სიზმარი, ღამე, ცრემლები, წამწამები. Bookmark the permalink. 27 Comments.

მე გარკვეული ტიპის “კოშმარი” მიყვარს, ანუ უბედურება არ უნდა მესიზმროს და “საშიშ” სიტუაციებს როცა ვხედავ შიშთან ერთად სიამოვნებასაც განვიცდი.. ისე კი ორი სიზმარია რომელიც ბავშვობიდან მოყოლებული მიმეორდება. ერთ-ერთი მათგანი ისეთია რომ ყოველთვის მეღვიძება.
…ღამეა. მივდივარ ცარიელ მინდორში. გრილი ნიავი მხვდება სახეში. მაღალი, თითქმის მუხლამდე ბალახი მსუბუქად მეხახუნება ფეხებზე. მივდივარ აბსოლიტურად “მკვდარ” ნიადაგზე. ვიცი, რომ იქ საითაც მივდივარ, არის რაღაც, რასაც ყოველი სულიერი გამოექცა… მაგრამ მე მაინც მივდივარ იქით, თუმცა არ ვიცი რატომ. ვუახლოვდები უცნაურ, მსხვილი ხეებით მჭიდროდ შეკრულ ტყეს და ვჩერდები. ვიცი, რომ ჩემს წინ მსხვილი ხის უკან არის ის, რის ან ვის გამოც მთელი ეს მიდამო დაცარიელდა ყოველი ცოცხალისაგან. და მერე ის რაღაც ხის უკნიდან გამოდის. მაგრამ არ ვიცი მანამ გამოდის მანამდე მეღვიძება თუ რომ გამოდის ვხედავ და ისე მეღვიძება.. ფაქტია რომ მეღვიძება და გულს ბაგაბუგი გააქვს ))))
მეორე სიზმარი არ არის “კოშმარი” თუმცა მაინც მეორდება და მაბრაზებს )
dilaa. nisli. bunebashi sadgac balaxshi movdivar. nislidan male tba gamochndeba. tbashi tetri navia. navi xan carielia da xan tetrwveriani moxuci zisxolme tetr grdzel samoshi romelic arasdros igebs xmas. mivcuravt an marto mivcuravxolme tbashi marcxena mxares da es tba marcxena mxares uxvevs. borcvi da xeebi mefareba magram sacaa gavcdebi da vnaxav ra aris iqit. guli michqardeba enit auwereli shegrdznebaa titqos vbrundebi daglili sadgac vbrundebi da… megvidzeba
ერთია, როცა სიზმრებისგან (თუნდაც კოშამარებისგან) სიამოვნებას ღებულობ, მე კი მაწუხებს და მღლის.. არც ვიცი კოშმარი სწორად ვუწოდე თუ არა. უბრალოდ წარსულის მოგონებებია. ის, რაც არ მინდა, რომ მახსოვდეს და გამეტებით ვშლი მახსოვრობიდან, მაგრამ ძილში ვეღარ ვაკონტროლებ თავს და იქ მახსენებს ხოლმე თავს….
g
araa satiro mezinos,”borotis”dasanaxavad.. aibat ko7marebi tavad gvinda.mizezi,mainc CVEN7IA
მე უკვე მივაღწიე და თქვენც გირჩევთ =)) ფიტოსედით დაიწყეთ ან კორსიზით
ხოო მე ახლახანს აღმოვაჩინე და მას მერე სულ მკიდია ყველაფერი,12 საათიც მშვენივრად მძინავს ფეხს არ ვატოკებ :დ
კარგია, წარმატებას გისურვებ
სულიერო დებო,გსმენიათ რაიმე ანტიდეპრესანტებისა და დამამშვიდებლების შესახებ? :დ
აუ, არა. ეგ ახალია რამე? მეცნიერების ახალი მიღწევაა?
usinatlo
rogor minda daginaxo . sityvit gagonili maq yvelaze lamazi yofilxar , minda ooo rogor minda
erti cutit manc ………
vici ro shemedzlos sheni danaxva sheni silamaze isev usinatlos gamxdida, marto sityvaaa
da isev sityvebi mesmis sheni silamazisa . minda daginaxo ……..
minda tavi davaxwio am usasrulobidan sadac kedeli ar chans da daginaxo…..
am usasrulobashi chemtan ertad chemi fiqrebi iketeba da es me magijeb arminda fiqri araa!
me giji var ? chemi rialoba magijebs, tvals vaxel da ver gxedav .
deda es rogcodnoda gamachendi ? vici sheni tvalebi sul cremlit aris savse rogor ganicdi,
deda sheni mofereba minda sadaxar vergxedav deda……..
nel nela suli mishavdeba ,es chemi kani xo dabadebidan shavia . turme atasi feri arsebobs
deda mitxari cisferi rogoria?. deda davgale amdeni kitxvebit da mec viglebi …
neta shemedzlos
შენ დაწერე?
ვერ ვიტან კოშმარებს
თან ძალიან ცუდი რამე მჭირს როცა კოშმარი მესიზმრება, წამოვხტები ხოლმე და მეღვიძება, დაძინებას რომ ვცდილობ, საჭიროა თვალი დავხუჭო და იმ კოშმარს ზუსტად იმ ადგილიდან ვაგრძელებ, სადაც გამეღვიძა
ჰმ, მეც :/
და კანკალით მეღვიძება :შ და კარგა ხანს ვერც ვჩერდები….
გაგრძელებით რამდენჯერმე გამიგრძელდა. ერთხელ კი, რამდენიმე ღამის განმავლობაში, სერიებად ვნახულობდი სიზმრებს o.O
კოშმარი მენატრება
ზოგადად სიზმრები მომენატრა, ვეღარ ვიცლი მაგათთვის
არ გისურვებ კოშმარებს
ფერადი სიზმრები გენახოს სულ <3
ძაან ცუდი :/ მე რახანია მიმატოვა კოშმარება, მაგრამ ეხლაც მახსოვს რა საშინელებაა…
შენი კოშმარებიც მახსოვს :შ
საწყალი კნუტიმ
მე მასე ბავშვობაში ყოველღანე ერთი და იგივესიზმარი მაწუხებდა, ვითომ ჩემთან სახლსი შესასვლელ ოთახში შკაფი ვიღცა იყო და სულ თავისკენ მეძახდა, გრძელი კლანჭები თუ რაღც ჰქონდა.ბრრრრ.. ყოველ ღამე მესიზმრებოდა ერთი და იგივე,ა რადა ბავშვობაშ არაოდეს მაშინდებდნენ ბუებით და უჟასებით, მერე თვისით გადამიარა
და ეს ბოლოში ერთი სმს და რამე..რა ხდება კნუწიკ,
((((
რავი ჯეს.. ძველი პრობლემები :*
მეც თითქმის სულ ერთსა და იმავეს ვხედავ… ხანდახან ვერც ვიმახსოვრებ, უბრალოდ შეშინებულსა და ნამტირალევს მეღვიძება
უf, რაღაცნაირად მეტკინა
ერთფეროვნება უნდა შეცვალო მგონი, მე ეგ მშველის მეტ-ნაკლებად. ან იმისთან დაღლილი უნდა მიხვიდე სახლში, მკვდარივით ჩაგეძინოს და რა კოშმარი, მაღვიძარამ ძლივს გაგაღვიძოს
ისეთი დაღლილი ვიძინებ ყოველ ღამე, რომ იდეაში, დილითაც არ უნდა მეღვიძებოდეს
მაგრამ არ შველის თურმე ეგ სიზმრებს
მეც ეგრე ვუცუცქდები ხოლმე…
სხვასთან ჩახუტებული ძილი მშველის ხოლმე და ამიტომ ვუცუქდებ დედას
უი,რა ცუდია კოშმარები……
გამოსავალი ალბათ სიახლეშია,რაიმე ახალი გინდა!
არამგონია.
)))
უფრო სიმშვიდე მინდა