Monthly Archives: September 2011
შენი ისტორია…
არ გკითხავ, როგორ ხარ. ვიცი, რომ ისევ გეშინია მომავლის. უკვე 20– ხარ, სამ თვეში 21–ის…
უკან იხედები და რას ხედავ ? 13 წლის ხარ, ლამაზი, ლაღი, ძალიან ბევრი მეგობარი გყავს. ბევრს უყვარხარ. ცეკვავ… ეს საქმე ძალიან გიყვარს. შეყვარებული ხარ: სკოლაში ყველაზე ლამაზ ბიჭს უყვარხარ და გიყვარს. ეს მთელმა სკოლამ იცის და ყველა თქვენზე ლაპარაკობს. სკოლის პოპულარული წყვილი ხართ. ხშირი ჩხუბი და ხშირი ეჭვიანობა გაქვთ.
შენ უკვე 15 ის ხარ. შენს ანსამბლში სოლისტი ხარ და ბევრ გოგოს შურს შენი. ძალიან გამხდარი ხარ და მოკლე ჩოლკას ატარებ. მკერდი უაზროდ გეზრდება. ამისდა მიუხედავად, არანაირ დისკომფორტს არ განიცდი, სხვა გოგოებისგან განსხვავებით და ულიფოდაც დადიხარ. სულ დაქალებთან ერთად მოძრაობ: თქვენ საუკეთესო 4–ული ხართ. შეყვარებულთან ისევ ჩხუბობ: შენ ნაკლებად გიყვარს, მას – მეტად. შენ იცი ეს, მან – არა. 4–ულიც იშლება: ერთ-ერთი დაქალი სიმსუქნის დეპრესიაში ვარდება და მსუქან გოგოებს უმეგობრდება, დანარჩენი 2 rock სამყაროში ეშვება.
.
შენ 17 ის ხარ: მამაშენი ცუდად ხდება და აქ ასრულებ ყველაფერს. ასრულებ ცეკვას, ასრულებ სიყვარულის თამაშს, ასრულებ დაქალობას, ასრულებ სწავლას… გეწყება დეპრესია, თვეობით სახლში ჯდომა. მამა აგრესიულია, ის გონზე არაა. ის ცემს, ის ჩხუბობს, ის ყვირის. მამა დილით დაიღუპა. ამის შემდეგ შენ 7 დღე ოთახიდან არ გამოდიხარ. შენთვის არ არსებობს არანაირი სამძიმარი, გასვენება. ბნელ ოთახში ზიხარ, ტირიხარ, ლოცულობ.. ცხოვრებაში მესამედ მამას უკითხავ ლოცვებს. შენთვის ის ლოცვა ბოლო იყო, შენ მას მერე აღარ გილოცია. Read the rest of this entry
მიმართვა ახალბედა ბლოგერებს
ამას წინათ ბლოგერების ჯგუფში კამათი გამოიწვია ჩემმა პოსტმა, როცა ვიღაც ახალბედას ხუმრობით მივმართე ბლოგერი როგორ ხარ, როცა ბლოგზე ერთადერთი პოსტი გიწერია–მეთქი ![]()
ეწყინა ![]()
მოდი, ბლოგერობის “კრიტერიუმები” შევადგინოთ.
შენ არ ხარ ბლოგერი, თუ:
- Facebook–ზე განთავსებული შენი ფოტოების 80 % ბლოგერების შეხვედრებზე არაა გადაღებული
- ნებისმიერი FB ფრენდი, რომელთანაც 100 + მეგობარი გყავს, ბლოგერია
- არ გიბირჟავია ვერის ბაღში
- არ გითამაშია ჩგმ
- არ გიზასავია რომელიმე ბლოგერთან
(თამაშის ფარგლებში მაინც
) - დადებითად არ ხარ განწყობილი ჰომოსექსუალების მიმართ
- ვლოგერის ოფისში ყავა არ დაგილევია
- ბანკებს (და ზოგადად რაღაც ორგანიზაციებს) შეხვედრებზე არ დაუპატიჟებიხარ
- და არც მათ მიერ ორგანიზებულ რაღაც ივენთებს დასწრებიხარ
- არ მოგსვლია მოწვევა ვერა ქობალიასგან და თუ ერთხელ მაინც არ ყოფილხარ ეკონომიკის სამინისტროში განხილვაზე “როგორ გადავარაჩინოთ ტურიზმი სოც. მედიის მეშვეობით”
- არ დასწრებიხარ არცერთ კვარიათულ ”ქართული ბლოგინგის დღეებს” GBD
- არ იყავი აქტიური წევრი ფბ–ს ბლოგერების ჯგუფისა და არ გიკაიფია ახალწვეულებზე
- არ მიგიღია მონაწილეობა ბლოგერების რომელიმე კონკურსში და არ მოგიგია
- არ დაგიწერია შეკვეთილი პოსტი
- არ დაუთაგიხარ არავის თაგ–პოსტებში
- ლეონსიოსგან ბლოგერების ექსკურსიის ივენთის მოწვევა არ მოგსვლია
- არ მოგისმენია ზურიუსის სტვენა / არ გინახავს მისი ვიდეო–პოსტები
- არ გინახავს სიყვარულოვნას ძუძუები
- ვლოგერში სოც. მედიის შესახებ სერიოზული სახით არ გიმსჯელია
- ნებისმიერ ბლოგერთან, თუნდაც მის შეხედულებებს არ იზიარებდე, შეხვედრისას უფრო მეტი სალაპარაკო თემა არ გაქვს, ვიდრე სხვა რიგით, ჩვეულებრივ ნაცნობთან
- როცა ორი, მითუმეტეს, რამდენიმე ბლოგერის შეხვედრისას და ბლოგოსფეროს გარჩევისას, გარშემომყოფები იწყებენ თქვენს ინტერესით თვალიერებას – მათ ძირითადად თქვენი ახლობლების უცნაური მეტსახელები აოცებთ
- და ბოლოს: ნებისმიერ არაბლოგერს ჩვენს გაცნობაზე ასეთ რეაქცია უნდა ჰქონდეს: თქვენ ვაფშე რა სასტავი ხართ? :O
სწავლა უფასოდ
რა კითხვას უსვამენ ყველაზე ხშირად ბავშვს?
5 წლამდე:
კითხვა #1: –დედა უფრო გიყვარს თუ მამა? (ბავშვი პასუხად იშმუშნება და “ორივეო”, გპასუხობს)
კითხვა #2: – რა უნდა გამოხვიდე? (ბავშვი ბედნიერი სახით გიყვება მშობლებისგან ჩაგონებულ “ექიმს”, ან რაიმე მსგავსს)
10 წლამდე: (კითხვა #2 ხდება კითხვა #1:)
–რა გინდა გამოხვიდე?
15 წლიდან ყველაზე აქტუალური საკითხი:
–რაზე აბარებ?
ეს კითხვა ყველაზე აქტუალურია შენი მომდევნო რამდენიმე წლიანი ცხოვრების მანძილზე. ფიქრობ, ეძებ, ოჯახის ბიუჯეტს უთანხმებ შენს “სასურველ” პროფესიას. გადასახადი ხომ ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა ერთი რიგითი ოჯახიდან ხარ.
სწავლა ძვირია.
ამ ფრაზის ჭეშმარიტებაში აბიტურიენტობისას დავრწმუნდი, როცა პირველად ავიღე ხელში გაზეთი და სასურველ ფაკულტეტებს დავუწყე ძებნა.
კერძო უნივერსიტეტებს რომ ვერ შესწვდებოდა ჩემი ოჯახის მწირი ბიუჯეტი, მალევე დავრწმუნდი და ისევ სახელმწიფოების იმედად შევავსე მთელი ჩამონათვალი.
გამიმართლა და პირველსავე სასურველ ფაკულტეტზე მოვხვდი. მეორე გამართლება: 100 %–იანი გრანტიც ავიღე. მაშინ ნამდვილად არავინ იძლეოდა 1 წუთიანი ვიდეოს გადაღებაში 5 000, 3 000 ან 2 000 ლარს. არც მაკბუქს გაჩუქებდა ვინმე ისე, შენი ჭკვიანი სიტყვებისთვის
Read the rest of this entry
კოშმარები
დილის 4 საათზე გაღვიძებული დედაჩემთან შევტანტალდი, როგორც ბავშვობაში და გვერდით მივუწექი.
–ისევ ტიროდი.
–მე?
–ჰო, მთელი ღამე ტიროდი. შენი ტირილის ხმამ გამაღვიძა. დაგიძახე კიდეც, მაგრამ ვერ გაიგე, ალბათ. რა ნახე სიზმარში?
–არ ვიცი, არ მახსოვს. არც ვტიროდი, მოგეჩვენა ალბათ.
–ეს ცრემლებიც მომეჩვენა? – ხელს სწრაფად მისვამს სახეზე. წამწამები ჯერ ისევ სველი მქონია, ვერც კი შევამჩნიე.
თითქმის ასეა ყოველ ღამე. ღამეული კოშმარები ისევ დაიწყო. ყოველ ღამე ერთი და იგივე სიზმრები, ცრემლები. მგონი, ძილში ვლაპარაკობ კიდეც. იმედია, რაიმე მაკომპრომეტირებელი არ წამომცდება
ახლაც ვცდილობდი დამეძინა და 10 წუთში გაოფლილმა და ნამტირალევმა გავიღვიძე… გულთან ისევ ჩხვლეტას ვგრძნობ დაძაბულობისგან. FML
კოშმარების განსამეორებლად 1 sms, 1 მოგონება, 1 შემთხვევითი კადრიც კი საკმარისი აღმოჩნდა. რა იქნება ახლა? ისევ რამდენიმე თვე უნდა ვეწამო, ძილის უნდა მეშინოდეს და ისევ საკუთარ თავს ვუმკურნალო?
დავიღალე


