Monthly Archives: June 2011

black line, white line

მაპატიეთ, თვალები თუ აგიჭრელდათ, მაგრამ ეს სურათი აუცილებლად უნდა დამედო. თეთრი ხაზი, შავი ხაზი… მერე ისევ თეთრი, მერე ისევ შავი,…. ჩემი ცხოვრება აი ასეთი ხაზებითაა სავსე. ვგულისხმობ პერიოდებს: ყოველ კარგ პერიოდს ბენეფიტად პრობლემური შავი ხაზი მოსდევს. მერე ისევ თეთრით იცვლება და ასე გრძელდება, რაც თავი მახსოვს :)

Read the rest of this entry

ბათუმის იუსტიციის სახლი

იუსტიციის სახლი ერთ–ერთ ყველაზე საინტერესო ადგილად დამამახსოვრდა ჩვენი ვოიაჟებიდან.  ვაღიარებ, არ ვიყავი კეთილგანწყობილი ამ რაღაც უფორმო შენობის მიმართ (რომელიც თეფშზე თავდაყირა დადგმულ ბოთლს მაგონებდა რატომღაც) .

იუსტიციის სახლი, ქვემოდან უკეთესი ჩანს :D

წინასწარ ვემზადებოდით  გაოცებული სახეების მისაღებად და ტექსტიც მოვამზადეთ ბირმანის ხელმძღვანელობით  საოცარი ინტონაციით:  “ვაიიმეეე, რა მაგარიაააააააა” :D არ დაგვჭირდა. მართლა სასიამოვნოდ გავოცდით :)   Read the rest of this entry

Georgian Blogging Days

შარშანდელი Georgian Blogging Days-ის მიმოხილვას არ დავიწყებ, ამაზე ისედაც ბევრი დაიწერა და უფრო მეტი ითქვა(მით უმეტეს, რომ მასში მონაწილეობა არ მიმიღია). პირდაპირ წლევანდელზე გადავალ:

Georgian Blogging Days 2011–ის ჩატარებამდე 2–იოდე კვირით ადრე გამოცხადდა კონკურსი “სოციალური მედია განვითარებისთვის”. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ აქტიურ ბლოგერს შეეძლო. მონაწილეობის სქემა მარტივი გახლდათ: გააგზავნიდით პროექტს, ჟიური შეარჩევდა და მოწონების შემთხვევაში, თქვენ კვარიათში მოხვდებოდით :) ეზ აი დიდ.

საბედნიეროდ, მე მოვხვდი :)    Read the rest of this entry

FaceBook-ური მარაზმები

FaceBook ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ მნიშნელოვან ადგილს იკავებს. ამ ბოლო დროს უკვე ბევრგან ვაწყდები სტატიებს, პოსტებს FaceBookის მავნებლობის შესახებ, მაგრამ …. ბულშით!!!


ვის გაუგია FaceBook–ის მავნებლობა? მარკი ყველაზე მაგარი კაცია  ♥ რომ მთხოვოს, დღესვე გავყვები ცოლად და მივაფურთხებ აქაურობას :D ეს ისე, 20 თეთრიანი ხუმრობა იყო… :>
ჰოდა იმას გეუბნებოდით, რომ FaceBook ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში…  იმდენად დიდ დროს ვატარებ FaceBook–ზე, რომ ბევრ მარაზმსაც ვაწყდები. ნაწილი თქვენთვისაც მოვაგროვე… მარგალიტებად. ♥ ეს ყველაფერი ჩემს “საფრენდეთში” ხდება. ამიტომ, თუ ვინმე საკუთარ თავს ამოიცნობთღ, ნუ გაგიტყდებათ :D

Read the rest of this entry

გავ–20–დი

მე გავ–20–დი 

პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, მე გავოცდი :)

სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ჩემმა დაბადების დღემ ისე არ ჩაიარა, როგორც ვგეგმავდი :)

მილოცვები ღამის 12–იდანვე დაიწყო. რამდენიმე ისეთმა ადამიანმა მომწერა , ნამდვილად რომ არ ველოდი  და სასიამოვნოდ გავოცდი  დილის 9 საათზე ხუბუას ლექციეზე ვიყავი უკვე (რას გვიშვება ეს თსუ :| ). საშინლად ჩავაბარე სემინარი, მაგრამ იუბილარობის ხათრით 1 ქულა მომიმატა ლექტორმა :D 11–ზე უკვე სამსახურში…. და პირველი სასიამოვნო სიურპრიზი ♥♥♥

Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 312 other followers