ვალენტინობა

სანამ ყოველი მეორე ბლოგი ვალენტინობის თემით, გულებითა და “მედა ჩემი შეყვარებულიდღესკაფეშივიყავით” პოსტებით აჭრელებულა, დავასწრებ ხალხს და მოგახსენებთ ორიოდ სიტყვას:

როგორც ვიკი დეიდა გვამცნობს ლუპერკალია – ეროტიული დღესასწაული იყო ქალღმერთ ჯუნო ფებრუატა და ღმერთ ფავნასადმი მიძღვნილი. ეს დღე აღინიშნებოდა 14 თებერვალს. მრავალი წლის მანძილზე ხალხში მტკიცედ დამკვიდრდა ეს დღე. ყოველი წლის 15 თებერვალს Lupercalia დღეს მსხვერპლად შეწირავდნენ ცხოველებს, მათი ტყავისაგან კი  მათრახებს აკეთებდნენ, რომლებითაც შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცები ქალებს მოერეკებოდნენ წკეპლით ქალაქში. ქალები კი ამ წკეპლას იღებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ცემის შემდეგ უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და შვილებსაც ადვილად გააჩენდნენ. ეს ძალზედ გავრცელებული რიტუალი გახდა რომში, სადაც დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ. დღესასწაულის ბოლოს კი ნაცემი ქალები სრულიად შიშვლდებოდნენ…

თუმცა, უფრო რომანტიული ლეგენდისადა მიხედვით….

494 წელს რომის პაპმა გელასიი პირველმა აკრძალა ლუპერკალიის აღნიშნვა და დღესასწაული ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის სახელით, რადგან ხალხი 14 თებერვალს მაინც სიყვარულის დღედ მიიჩნევდა.

წმინდა ვალენტინი 269 წლის 14 თებერვალს რომის იმპერატორმა კლაუდიუს მეორემ სიკვდილით დაასჯევინა ქრისტიანული წესების აღსრულების გამო. ლეგენდის თანახმად, მრისხანე კლაუდიუსი მეფობის დროს მტკიცედ იდგა თავის მოსაზრებაზე, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ჰყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი ამიტომაც ქორწინება აკრძალა! ხოლო წმინდა ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს მეფისგან დამალულად მაინც აღასრულებდა.  წმინდა ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, (შემდეგ წმინდანად აღიარეს) მისი სახელი ქალაქში გავრცელდა, მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა. სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი დაუწერა, რომელსაც შემდგომში ვალენტინად მოიხსენიებენ. 269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს.

1969 წელს ეს დღე კალენდარში შეიტანეს. ამგვარად, ყოველ 14 თებერვალს კათოლიკე ბიჭები უძღვნიან გოგონებს სასიყვარულო ბარათებს ”ვალენტინებს”. ასე ჩაანაცვლა ცრუმორწმუნე აღვირახსნილი ლუკრეციის დღესასწაული წმინდა ვალენტინის ხსენების დღემ, რომელიც თავის სიყვარულს ლამაზი ბარათით გამოხატავდა და წმინდა ქორწინების გულისთვის სიკვდილით დასაჯეს.

 

მოკლედ, ეს ვიკის კოპირებაა, მე კი უბრალოდ შეხედულებებზე მინდა გესაუბროთ… ვისაც კი ვიცნობ, ვალენტინობისადმი უმეტესობას უარყოფიტი დამოკიდებულება აქვს. მიზეზების გარკვევა ვცადე და შემდეგნარად ჩამოვაყალიბე:

  1. არ აღიარებენ, რადგან მართლმადიდებლურ დღესასწაულად არ ითვლება;
  2. ვერ იტანენ, რადგან Single მდგომარეობაში ხვდებიან და სხვა წყვილების გამოთაყვანებული ბედნიერი სახეები გრუზავთ;
  3. ძველ სიყვარულს აგონებთ და კიდევ უფრო ვერ იტანენ, რადგან “შარშან ამ დღეს ისეთი ბედნიერები ვიყავით”…

რა ჯანდაბა გჭირთ, ხალხო? მე მიყვარს ეს დღე მიყვარს, რადგან სიყვარულის დღეა.

ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს   დ ღ ე ა !!!!

მერე რა, თუ მარტოები ხვდებით? სხვა წყვილების ყურება ისე მსიამოვნებს ხოლმე, რომ…  ბედნიერები გაღიმებულები და ჩახუტებულები რომ დადიან… ♥♥♥ სითბო ტრიალებს ამ დროს… 

არ დამიწყოთ ახლა ყველა დღე სიყვარულისააო და Bla Bla Bla… ეს ოფიციალურადაა სიყვარულის დღე !!! 14 თებერვალს მთელს მსოფლიოში უყვართ!!! და ნუ იგრუზებით მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მარტო ხართ. რა მოხდა? შემდეგ ვალენტინობას შეხვდებით საყვარელ ადამიანთან ერთად. ნურც იმის გამო დაიგრუზებით, რომ შარშან ბედნიერი იყავით და  დაშორდით. ბანალური ვიქნები და ვიტყვი, რომ ალბათ, ღმერთს თქვენთვის უკეთესი ემეტება : )

ჰოდა… თუნდაც Single ხვდებოდეთ ამ დღეს, გადით ქუჩაში , გათბით მზით (იმედი მაქვს, იქნება) და სხვა წყვილების ბედნიერებით….

 

P.S. Will U Be My Valentine?


36 thoughts on “ვალენტინობა

  1. მართალია პოსტი წავიკითხე და ძალიან კარგი იყო ^_^ იმათთვის ვისაც ჯერა ამ ყველაფრის და იმათთვისაც ვინც ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ შეიყვარა ეს დღე ( რაც ნანკლებად დასაჯერებელია) მაგრამ მაინც მინდა ვთქვა რომ ვალენტინი სულაც არ იყო წმინდანი ყოველ შემთხვევაში მართლმადიდებლური სამყაროსათვის…. და ეს ” დღესასწაული”(?!) სასოწარკვეთილი დიასახლისების და უქნარა ”ბიჭუნების ” მოგონილია!! ( ჩემი შუბიექტური აზრი : ))

    Like

  2. არ მეგონა, ასეთი საშინელი დღე თუ იქნებოდა – სიყვარულის დღე.
    ყველაფერი მტკივა, თავიდან დაწყებული, ფეხებით დამთავრებული.
    “..14 თებერვალს მთელს მსოფლიოში უყვართ!!!..”
    თუ სიყვარულია, სიყვარული უნდა იყოს. ^^

    Like

  3. ჩემი თუ არ გჯერა, მნათეუსს კითხე 🙂
    ქრისტიანული ეკლესია ორად გაიყო 10.. რომელიღაც წელს, როდესაც რომი დაიშალა ორ ნაწილად და შემდეკ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა თქვა ახლა მე ვარ უფრო მაგარიო … მოკლედ 700 წლის შემდეგ მაგ ამბებიდან, ასე გამოდის.
    მანამდე რომის პატრიარქი (ანუ პაპი) სრულიად საქრისტიანოს მეთაური იყო.

    Like

    • 1054 –ში…

      ალბათ ვიკიზე ამ სტატიის დამწერმა იგულისხმა, რომ ამ დღესასწაულს მაინც კათოლიკეები უფრო აღნიშნავენ, ვიდრე მართლმადიდებლები…

      და წმინდა ვალენტინიც კათოლიკეთა წმინდანია…

      Like

  4. ვიკიპედია წერს მაგ სისულელეებს? 🙂

    კათოლიკური არაფერ შუაშია. ჯერ ერთი მაგ დროს კათოლიციზმი საერთოდ არ არსებობდა, მეორეც ეგ დღესასწაული ამერიკელებმა დააპიარეს, სადაც პროტესტანტი ბევრად მეტია ზოგადად.

    Like

    • ჰო, მასე ეწერა ^_^
      მოიცა, კათოლიციზმი როდის არ არსებობდა? 269 წელს? o_O
      გვატყუებ რაღაცას 🙂 ან არასწორად გახსოვს 🙂

      Like

  5. 14 თებერვალი, ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღეაა…ამ დღით გავხდი დედა,ულამაზესი ქალიშვილის,მას შემდეგ ყოველი წლის 14 თებერვალი უბედნიერესი დღეაა ჩემთვის…
    ყველას გილოცავთ სიყვარულის დღეს და გისურვებთ დიდ განუმეორებელ სიყვარულს!

    Like

  6. ყოველთვის ხალისიანი ვხვდებოდი ამ დღეს მიუხედავად იმისა რომ სულ მარტო ვიყავი მაინცდამაინც ამ დღეს 😀 და დიდი იმედი მაქვს რომ წელსაც არ დავიგრუზები :)))

    Like

  7. არ ვიცოდი თუ ასეთი ლამაზი ისტორია ედო ამ დღესასწაულს საფუძვლად. ისე მაგარი უცნაური გრძობაა, ბოლომდე ირაციონალური და აუცხსნელი. დღემდე ვერ გამიგია, რატომ ვხარჯავ მასზე ფიქრში ამდენ დროს, რატომ შემიძლია მისთვის უანგაროდ დავთმო ყველაფერი და სანაცვლოდ სარგებლის მიღების სურვილი არ მიჩნდება. მოკლედ ნარკოტიკული დაავადებაა სიყვარული და მკურნალობას საჭიროებს….

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.