Monthly Archives: July 2009
პაციენტი: მე…
თარიღი: რა დამავიწყებს…
ასაკი: პირველი ორსულობისთვის ხანდაზმულიო, ისე კი (ჩვენებურად) არც ისე დიდი…
კონსულტაციის შედეგი: ვიზუალირდება სანაყოფე პარკი, ზომით 8-9 მმ, სავარაუდოდ, 3,5-4 კვირის ორსულობა.
როგორ მიცმდა მაშინ გული.. თუმცა რას გიხსნი, შენც ხომ გიცემდა.. გამიხარდა და შენც გაგიხარდა.. მერე მე მუცლის გარედან, შენ მუცლის Sიგნიდან მივადეთ ხელისგულები ერთმანეთის ხელისგულებს და მგონი, გავათენეთ… არა, გამთენიისას იავნანასავით წავიმღერე და (ან კი სად ვიცი სიმღერა) შენ ჩაგეძინა…
ფრთხილად ჩამოვდგი ფეხი საწოლიდან, არ გავაღვიძო-მეთქი და მთელი დღე ფეხის წვერებზე ვიარე…
მეექვსზე რ ხმაურიანი მეზობლები გვყავს, ხომ იცი, ათეხეს ბრაგაბრუგი… გაბრაზებულმა ავძახე, არ გამიღვიძოთ-მეთქი და… ვინაო?_ჩამომძახეს… სანამ მაგათ ავუხსნი…
ორივე ხელი მუცელზე ავიფარე, ხმაური აგარ შემოვიდოდა, ახლა იბრახუნონ რამდენიც უნდათ Read the rest of this entry
გიორგი ზანგური.
არ მიყვარს:
ცუდი ხასიათის ადამიანები – ჩემი უხასიათობაც მყოფნის,
სიზმრის რაინდებზე დანიშნული,
უაზროდ შეყვარებული ქალები,
რომანის გმირების ასლები,
გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,
ალერსით დაღლილი წყვილები,
უმისამართო ღიმილი,
არამიწიერი სინაზე,
კოცნამდე ახსნილი სიყვარული.
სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,
ძალიან საქმიანი, დაკავებული, “მეჩქარება ადამიანები”,
ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,
საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,
უაზროდ ბედნიერები,
სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,
მთელი სიცოცხლის მანძილზე
არცერთხელღამეგანათენები ადამიანი.
მკერდდაკოცნილი ქალწულები, Read the rest of this entry